სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა და ქალი - ორი სიტყვა ერთი სამყარო“ - საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
09-03-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში VII-XII კლასების მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებლებთან ერთად, გამართეს განსაკუთრებულად ლამაზი, ემოციური და შინაარსიანი საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი, შემეცნებითი ღონისძიება „დედა და ქალი - ორი სიტყვა ერთი სამყარო“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო X კლასის დამრიგებლის - ლალი მეხრიშვილის, XI–XII კლასების დამრიგებლის -ფიქრია ბუჩუკურისა და ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო გელაშვილის მიერ. ღონისძიების წამყვანი გახლდათ XII კლასის მოსწავლე მარიამ სარდალაშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში დედისა და ქალის მნიშვნელობის გააზრება, მადლიერების, პატივისცემის, თანადგომისა და ემპათიის გაძლიერება, ასევე მათი შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

ღონისძიება განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს:

ლექსები, სიმღერები, ცეკვები, აფორიზმები, ნოველების მონაკვეთები, მცირე დადგმები და ინგლისურენოვანი მილოცვები. თითოეული ნომერი გამოირჩეოდა ემოციურობით, გულწრფელობითა და თემასთან ღრმა კავშირით.

სცენას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები და კედლის გაზეთები, რომლებიც ღონისძიების ესთეტიკურ და შინაარსობრივ მხარეს კიდევ უფრო ამდიდრებდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი. დამსწრე საზოგადოებამ დიდი სითბოთი შეაფასა მოსწავლეთა შრომა, მასწავლებელთა ორგანიზებულობა და მშობლების მხარდაჭერა.

განსაკუთრებული მადლობა გადაეცა მოწვეულ სტუმარს მოსწავლის დას მარიამ ჯაიანს, რომელმაც თავისი ლამაზი შესრულებით ღონისძიებას კიდევ უფრო ემოციური ელფერი შესძინა, ასევე მის მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ეს იყო საღამო, რომლის დასრულებაც მართლაც არავის უნდოდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

• სკოლისთვის - რადგან აძლიერებს სასკოლო კულტურას და ღირებულებით გარემოს;

• მოსწავლისთვის - რადგან ავითარებს პასუხისმგებლობას, თავდაჯერებას, შემოქმედებითობას და ემოციურ ინტელექტს;

• მასწავლებლისთვის - რადგან აძლევს შესაძლებლობას სწავლება და აღზრდა ერთიან პროცესად აქციოს;

• მშობლისთვის - რადგან ხედავს შვილის პიროვნულ და სულიერ ზრდას;

• თემისთვის - რადგან სკოლა კიდევ უფრო მეტად იქცევა ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და კულტურის სივრცედ.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს და წამყვანს გადაეცათ სიგელები, ორგანიზატორებს მადლობის სიგელები, სტუმარსაც გამოეცხადათ განსაკუთრებული მადლობა.

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ასეთი ღონისძიებები არის სკოლის, მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ერთიანობის საუკეთესო მაგალითი. მადლობა თითოეულ ორგანიზატორს, მონაწილესა და მხარდამჭერს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღემ გააერთიანა.“

დასასრულს ყველას მიულოცეს 3 მარტი - დედის დღე და 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე. XII კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს თავიანთ დამრიგებელს - ნინო მატიაშვილს და გამოჯანმრთელება უსურვეს.

„ვულოცავთ ყველას ამ ულამაზეს დღეებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულსა და წარმატებას!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება