სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეგობრობის ხიდი და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდური -  ანდეზიტის საჯარო სკოლაში სტუმრებს უმასპინძლეს
24-02-2026
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში ახკერპის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უმასპინძლეს. 

მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, ქართულ ენაზე კომუნიკაციას და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას. 

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი ახალი ინიციატივის დასაბამი გახდა. 

„სკოლა, ცოდნის ტაძარი,  გარესამყაროს რომ მეტისმეტად არ გაემიჯნოს, სასურველია მისი რუტინული ყოველდღიურობა მრავალფეროვანი გავხადოთ გასვლითი ღონისძიებებითა თუ საინტერესო სტუმრების მოწვევით.

აი, ამ მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლას გვესტუმრა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლა (დირექტორი: ვიოლეტა სურკასიანი), რომელთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, ქართულ ენაზე კომუნიკაციას და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას.

დავხვდით ქართულ-სომხური ბანერით - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“- მოსწავლეები შეეგებნენ მისასალმებელი სიტყვებით, ქართული და სომხური ცეკვით.

მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს პროექტის სულისჩამდგმელმა  ბატონმა - ნარიმან მელიქიძემ (იგი ჩვენი რაიონიდანაა-ბალანთიდან), მან  აღნიშნა კომუნიკაციების მნიშვნელობა. სამადლობელი სიტყვები არც სკოლის დირექტორმა ვიოლეტა სურკასიანმა დაიშურა.

 სოფელ ახკერპის სკოლის მოსწავლეები კი  წარდგნენ პრეზენტაციებით: 1) „რა არის ხელოვნური ინტელექტი? 2)„სომხური ტრადიციები“. მოსწავლეებს შორის გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა.  

შეხვედრა შეაჯამა სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ  ზოია თიგიშვილმა. მადლობა გადაუხადა საჩუქრად გადმოცემული წიგნებისათვის -„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ასევე  დამსწრე საზოგადოებას მოახსენა ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის მნიშვნელობა. 

მეორე დღეს სტუმრებმა  ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს: დიდველზე საბაგიროთი გაისეირნეს, თხილამურებსა და ციგურებზე დადგნენ. ინსტრუქტორობასაც ჩვენი მოსწავლეები უწევდნენ. შემდეგ ესტუმრნენ „ნოდარ ქუმარიტაშვილის“ მუზეუმს (იგი ვანკუვერის ოლიმპიადაზე საცდელი ჩამოცვლისას, გაუმართავი ტრასის გამო  დაიღუპა), გიდობა მისმა მამამ-ნოდარმა გაუწია, სტუმრებს წიგნიც აჩუქა, რომელშიც  ნოდარის ცხოვრებაა მოთხრობილი. ყველაზე მნიშვნელოვანი  იყო ორივე სკოლის მოსწავლეთა დამეგობრება, ერთმანეთთან დაშორებაც კი გაუჭირდათ.

მაისის თვეში მივიღეთ მიწვევა ახკერპის სკოლაში. წარვადგენთ სამცხე-ჯავახეთის ტრადიციებს და ჩავატარებთ მასტერკლასს: „ტოლმა არაჟნით და ტარხუნით“. შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მეგობრობას“,- გვიყვება პედაგოგი ზოია თიგიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება