| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
სკოლის ეზოში გაიმართა შემოქმედებითა და მხიარულებით სავსე აქტივობა „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელმაც მოსწავლეებს ცოდნის მიღების პარალელურად საზეიმო განწყობაც შეუქმნა.
აქტივობას ორგანიზება გაუწიეს II კლასის მასწავლებელმა, ნანა შულაიამ და IV კლასის მასწავლებელმა, ირინოლა ჯანჯღავამ. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ ღონისძიებაში.
სკოლის ეზოში ნამდვილი საშემოდგომო ფესტივალი მოეწყო: ფერად-ფერადმა დეკორაციებმა, გამოფენილმა საშემოდგომო ნობათმა და ბავშვების ჟრიამულმა საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები. ტრადიციულმა საშემოდგომო რიტუალმა - ჩუrჩხელების ამოვლებამ კი ბავშვები განსაკუთრებულად გაამხიარულა.
ღონისძიებამ ბავშვებს კიდევ ერთი თბილი, პოზიტიური და ფერებით სავსე ღონისძიება აჩუქა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა