სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იდლიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს 
13-10-2025
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნას მყარი საძირკველი ეყრება. 

ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად უქცია. 

საზეიმოდ მორთული კლასი, ბუშტები და სახალისო აქტივობები მართლაც რომ მამოტივირებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს და პირველი ასო-ბგერები ხალისით შეისწავლეს. 

მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს სკოლის დირექტორმა - თეა ჭკადუამ და პედაგოგებმა - შორენა ზარიძემ და ესმა იოსელიანმა. 

„დღეს ცოდნის სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს ჩვენმა პირველკლასელებმა. ანბანის შემობრძანება​წარმატებებით დახუნძლული მომავლის დასაწყისი იყოს თქვენთვის დღევანდელი დღე ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება