| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - მზეო უმფრიანსა და ლევან ანსიანს გლოვობს.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორი კვირის წინ სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ემსხვერპლა. წყვილს ოთხი შვილი დარჩა. სამი მათგანი ჭუბერის საჯარო სკოლაში სწავლობს.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„დიდი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის, ილია, ოთო და მათე ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან, საუკეთესო მშობლები და ადამიანები დაკარგა სოფელმა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მათი გარდაცვალების გამო.
ილია, ოთო, მათე, მოსე გვიყვარხართ და ძალიან გვტკივა თქვენი დედ-მამა...“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და გარდაცვლილების ოჯახებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა