სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი ქვეყნის გმირია“ - პედაგოგთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
13-10-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, განსაკუთრებულ დღესასწაულად იქცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დილიდანვე იგრძნობოდა საზეიმო განწყობა - მოსწავლეები ემზადებოდნენ შემოქმედებითი ნომრებისთვის. ღონისძიება ემოციურად გაიხსნა ერთ-ერთი ორგანიზატორის მისალმებით, სადაც განსაკუთრებულად გამოიხატა პატივისცემაც და მადლიერებაც პედაგოგების მიმართ.

ღონისძიება წარიმართა IV კლასის დამრიგებლის, მარიამ ტაბატაძისა და VII კლასის დამრიგებლის, ქეთევან ხუციშვილის ორგანიზებით. ჩატარდა თბილი და შინაარსიანი ღონისძიება სახელწოდებით - „მასწავლებელი ქვეყნის გმირია“. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ I–XII კლასის მოსწავლეები დამრიგებლების ხელმძღვანელობით.

ყველა კლასმა წარმოადგინა სპეციალურად მასწავლებლის დღისთვის შექმნილი კედლის გაზეთი. გაზეთების დამზადებაში თანაბრად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები და, მათთან ერთად, დამრიგებლები. თითოეული გაზეთი გამოირჩეოდა სილამაზით, სიბრძნითა და გულწრფელი ემოციით.

ღონისძიება წარიმართა ორგანიზებულად და საინტერესოდ. სცენაზე შესრულდა მრავალფეროვანი ნომრები: ლექსები, სცენური ჩანახატები, მასწავლებლისადმი მიძღვნილი მოკლე ფრაზები, ცეკვები და სიმღერები. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სცენის გაფორმება - ორიგინალური და შინაარსიანი დეტალებით, რომლებიც ნათლად ასახავდა დღის თემას.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს - მარიამ ტაბატაძესა და ქეთევან ხუციშვილს, ასევე ყველა მონაწილესა და დამრიგებელს. თითოეულ კლასს გადაეცა სიგელი, ხოლო ორგანიზატორებს - მადლობის სიგელი. ყველა მასწავლებელს დირექტორმა პირადად მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე მისალოცი ბარათებით.

„ღონისძიების მიზანი იყო: მასწავლებლის დღის ღირსეულად, სიყვარულითა და მადლიერებით აღნიშვნა, მოსწავლეებში მასწავლებლის როლისა და მნიშვნელობის გაღრმავება, სკოლის საზოგადოებაში ერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მოსწავლეთა შემოქმედებითი და პრეზენტაციული უნარების განვითარება, მასწავლებლის შრომის, პასუხისმგებლობისა და ადამიანური თავდადების დაფასება, მოსწავლეებში მასწავლებლის როლის გააზრება, სკოლის როგორც ერთიანი ოჯახის კიდევ უფრო გამტკიცება, მოსწავლეთა შემოქმედებითი და საჯარო პრეზენტაციის უნარების განვითარება.

შედეგად კი მივიღეთ მაღალი ჩართულობა - ღონისძიებაში მონაწილეობდა თითოეული კლასი (I–XII), მრავალფეროვანი და ემოციური პროგრამა - კედლის გაზეთები და სცენური ნომრები აჩვენებდა ბავშვების ნიჭსა და შრომას, ეფექტური ორგანიზება და გუნდური მუშაობა - დამრიგებლებისა და მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობამ ღონისძიება გახადა გამართული და შინაარსიანი, მასწავლებელთა შრომის დაფასება - სიგელები და მისალოცი ბარათები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სკოლის მადლიერებას.

გულწრფელი მადლობა ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს, დამრიგებელს, მშობელსა და სკოლის თანამშრომელს. თქვენი ყოველდღიური შრომა და მხარდაჭერა ქმნის უკეთეს მომავალს. მასწავლებელი მართლაც ქვეყნის გმირია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება