სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის უპირველესია სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეს მოუხარია, მასწავლებელი კი მოტივირებულია“-პანტიანის სკოლის დირექტორი მოვლუდ მამედოვი
09-10-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლაში, დირექტორის - მოვლუდ მამედოვის ხელმძღვანელობით, შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლეს მიუხარია, ხოლო მასწავლებელი მოტივირებულია, სასწავლო პროცესი კი სავსეა სიყვარულითა და პასუხისმგებლობით. 

სკოლაში სასწავლო წელი ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით იწყება. მცირეკონტიგენტიან, საბაზო ​სკოლაში, სადაც სულ 36 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად საზეიმოა. წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო. 

„ყოველთვის მომზადებულნი და სიხარულით ვხვდებით მოსწავლეებს, გამორჩეულად გვახარებს ახალი მოსწავლეების მოსვლა. სკოლაში ყველა პირობა შექმნილი, იმისთვის რომ  ბავშვებმა კარგად ისწავლონ“,-ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი მოვლუდ მამედოვი.

დირექტორის თქმით, მასწავლებლები მოტივირებულები არიან, მოსწავლეებს გადასცენ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ის უნარები და ადამიანური ღირებულებებიც, რაც პიროვნულ განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ახდენს გავლენას.

„გვყავს 12 პედაგოგი, მათგან მხოლოდ ერთია უსტატუსო, რომელიც ახლა გადის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და მალე ისიც სერტიფიცირებული იქნება. პედაგოგები მონდომებული და მოტივირებული არიან მოსწავლეებს გადასცენ ის ცოდნა და უნარები, რასაც თავად შესანიშნავად ფლობენ.

ჩვენი მოსწავლეები ძალიან მონდომებულები და მიზანდასახულები არიან. თითოეულის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ვგეგმავთ სასწავლო პროცესს, რაც მათ აკადემიურ წარმატებაზეც აისახება. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. 

მიხარია, რომ საბაზო საფეხურს მე-10 კლასიც დაემატა, რადგან მოსწავლეებს უფრო მეტი დრო და საშუალება ექნებათ უკეთ დაეუფლონ იმ საგნებს, რასაც ინდივიდუალურად ასწავლიან პედაგოგები“,-ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მეზობელი სოფლების სკოლებსა და შემდგომში - უმაღლეს სასწავლებლებში. „ყოველთვის ვადევნებ თვალს მათ ცხოვრებას. მიხარია, როცა ვხედავ, რომ წარმატებულები არიან - ეს ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია“, - ამბობს სიამაყით დირექტორი.

მოვლუდ მამედოვი 48 წელია მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე დგას, მათ შორის 19 წელი დირექტორის პოზიციაზე. მისთვის სკოლა მეორე ოჯახია, სადაც ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას პატივისცემა და ნდობა უდევს საფუძვლად. 

„48 წელია ვემსახურები ახალი თაობის აღზრდა-განათლებას, მათ შორის 19 წელი დირექტორის პოზიციაზე ვარ, ჩემთვის უპირველესია, რომ სკოლაში ყველა თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდეს, უხაროდეთ სკოლაში მოსვლა, იცოდნენ, რომ მეგობრული და ოჯახური გარემო ელოდებათ. ამის საფუძველი კი ურთიერთთანამშრომლობა, სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინებაა“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

მას მოსწავლეებთან მეგობრული და გულწრფელი ურთიერთობა აკავშირებს.

„მოსწავლეებთან ძალიან ახლო, მეგობრული და გულწრფელი დამოკიდებულება მაქვს. ყველა ვიყავით მოსწავლე და კარგად ვიცით, კეთილგანწყობას, ყურადღებას და მეგობრულ დამოკიდებულებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე გადამეტებულ სიმკაცრეს. ამიტომ ისინი მენდობიან, იციან რომ არასდროს ვუღალატებ და გვერდით დავუდგები“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის სწავლებას. 

„ძალიან მღალ დონეზე მიმდინარეობს ჩვენს სკოლაში ქართული ენის სწავლება, გვყავს პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს შეაყვარონ სახელმწიფო ენა. ბავშვებიც სიხარულით სწავლობენ და მშვენივრად საუბრობენ, რაც ძალიან მახარებს. სახელმწიფო ენის ცოდნა მათი წარმატებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელია“,- ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდებს კი ასეთი გზავნილით მიმართავს: „ჩემი მრავალწლიანი ცხოვრებისეული თუ პედაგოგიური გამოცდილება მაძლევს უფლებას ახალგაზრდებს მოვუწოდო სწავლისკენ, იყვნენ უფრო მონდომებულები, დაეწაფონ განათლებას, ისწავლონ, იღვაწონ, რაც მათი ნათელი მომავლის საწინდარია“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება