სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში ოჯახური ატმოსფერო თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით ყალიბდება“ -მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორი მარეხი ფირცხელანი
06-10-2025
-
+


რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყო. 

სკოლის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მარეხი ფირცხელანი, რომელიც უკვე 30 წელია ამავე სკოლაში ასწავლის, აღნიშნავს, რომ სკოლის თითოეული კუთხე მისთვის ნაცნობი და საყვარელია, ხოლო ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება - განსაკუთრებული დღე, რომელსაც კოლექტივი ყოველთვის მზადყოფნით, მოწესრიგებული გარემოთი და ზეიმით ეგებება.

„სკოლაში სექტემბერში დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ველოდები ბრძანებას სამინისტროდან რათა სრულფასოვნად გავაგრძელო დირექტორის მოვალეობა, თუმცა ამ სკოლაში 30 წელია ვასწავლი და კარგად ვიცი და ვიცნობ სკოლის ცხოვრებას, ყოველ წელს, მომზადებული და მოწესრიგებული ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, შედგენილი გვაქვს სასწავლო გეგმა, გადანაწილებულია საათები. ყველაფერი მოწესრიგებული და სრულ მზადყოფნაშია, ტრადიციულად, დიდი ზარ- ზეიმით ვეგებებით ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორის მ/შ მარეხი ფირცხელანი.

მოსწავლეთა განათლებაზე 19 პროფესიონალი პედაგოგი ზრუნავს, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან, შესაბამისად სასწავლო პროცესი თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. პედაგოგები ზრუნავენ, რომ განათლების ხარისხი იყოს მაღალი, მოსწავლეებმა კი შეიძინონ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ - მოტივაცია. ამ ყველაფრის ნაყოფი კი მოსწავლეთა შედეგებია. წლევანდელი ოთხი კურსდამთავრებულიდან ორი ოქროსმედალოსანია

„სკოლაში 19 პროფესიონალი პედაგოგი ასწავლის. სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე სწავლება პერსონალიზირებულია და მორგებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს. პედაგოგები არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება ავამაღლოთ და ამ ყველაფერში სულს და გულს ვდებთ. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ წლევანდელი ოთხი კურსდამთავრებულიდან 2 ოქროსმედალოსანია, ერთმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მეორე კი სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო არ გავიდა გამოცდებზე, მაგრამ აუცილებლად ჩააბარებს მომავალ წელს. ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებ ჩემი მოსწავლეების წარმატებებს და მეამაყება, რომ ისინი ჩემს ხელში გაიზარდნენ, დაფრთიანდნენ და სანიმუშო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

მარეხი ფირცხელანს წლების განმავლობაში შეძენილმა პროფესიულმა და ადამიანურმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ წარმატებული სკოლა პირველ რიგში თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დგას.

„როგორც მოგახსენეთ, 30 წელია ვმუშაობ მუჟალის სკოლაში, პარალელურად, გარკვეული პერიოდი, მულახის სკოლაშიც ვასწავლიდი. დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ცხოვრებისეულმა და პროფესიულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ თუ გინდა სკოლაში, სიმშვიდე, ოჯახური გარემო, ურთიეთპატივისცემა და თანამშრომლობა იყოს, სხვისი აზრის მოსმენა და გაანალიზება უნდა შეგეძლოს, მათი ინიციატივების ფრთაშესხმა და დახმარება. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და პატივს სცემდე სხვის ხედვას, თუმცა, ვფიქრობ, რომ სიმკაცრე და დისციპლინაც აუცილებელია, რათა ყველამ თავის საქმე პირნათლად აკეთოს. ამას მოვითხოვ, როგორც პედაგოგებისგან, ისე მოსწავლეებისგან.

მოსწავლეებთან ჩემი დამოკიდებულება ცალკე თემაა, მე მათი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი ვარ, ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებ მათ აზრს. ვახალისებ ახალ წამოწყებებს, თუმცა მომთხოვნი ვარ სწავლის კუთხით, მათაც კარგად ესმით ჩემი დამოკიდებულება და ცდილობენ არ მოვიდნენ გაკვეთილზე მოუმზადებელი. კარგად ესმით, რომ ამას მათი ღირსეული მომავლისა და წარმატებისთვის ვაკეთებ. ვუხსნი, რომ ცოდნა უნდა მიიღონ სკოლაში და შემდგომ კიდევ უფრო განვითარდნენ. მინდა დავამატო შემდეგი: ჩემი მთავარი მიზანი მოსწავლეებთან ურთიერთობაში მხოლოდ ცოდნის გადაცემა არაა, მინდა ვიყო მათი მეგობარი, მათი სიხარულისა და პრობლემების გამზიარებელი, ვაძლევ შესაძლებლობას თავისუფლად გამოთქვან აზრი. ვფიქრობ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ“,- ამბობს დირექტორი. 

მისი განსაკუთრებული სურვილია, რომ განათლებული ახალგაზრდები საკუთარ კუთხეს დაუბრუნდნენ და მიღებული ცოდნა თავიანთი მშობლიური მხარის განვითარებას მოახმარონ.

„ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ და ახალგაზრდებს ვასწავლი სამშობლოს სიყვარულს, ენის, მამულის და სარწმუნოების პატივისცემას. ვურჩევ თავიანთი ცოდნით და განათლებით გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კუთხის შვილებს კი განსაკუთრებით ვთხოვ, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ კუთხეს, რადგან აქ ძალიან გვჭირდება საქმის კარგი მცოდნე კადრები.

ჩემი თხოვნაა დაუბრუნდით თქვენს კუთხეს, სადაც აღიზარდეთ და გაიზარდეთ, სადაც ყველა ის სიკეთე მიიღეთ, რასაც ცოდნის აკვანი, ადამიანობა და სიყვარული ჰქვია. მიხედეთ აქაურობას!“- მიმართავს მარეხი ფირცხელანი ახალგაზრდობას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება