სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული სწავლებაა“- რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე ჭოხონელიძე
31-07-2025
-
+


ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში, დირექტორის - იამზე ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით, შექმნილია მეგობრული, ურთიერთთანამშრომლებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემო. როგორც თავად გვეუბნება, სკოლის მართვისას დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობს, სადაც გათვალისწინებულია როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთა ინტერესები და საჭიროებები. 

მას უკვე 25-წლიანი ისტორია აკავშირებს ამ სკოლასთან. 23 წლის ასაკში ჩაატარა პირველი გაკვეთილი და, როგორც თავად ამბობს, დღესაც იმავე ენერგიითა და შემართებით შედის კლასში.

რაჭისუბნის საჯარო სკოლაში 72 მოსწავლე ირიცხება, მათგან 6 პირველკლასელია 5 კი მობილობითაა გადასული. 

„სასიხარულოა რომ ქალაქიდან გადმოდიან და რეგისტირდებიან ჩვენთან. სამწუხაროდ, წელს არ გვყავდა დამამთავრებელი კლასი, მაგრამ მომავალ წელს გვეყოლება. საოცრად მომზადებული ბავშვები არიან, 3 ოქროს მედლის კანდიდატია“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი. 

​დირექტორის ხელმძღვანელობით, პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

„აღსანიშნავი და საამაყოა ისიც, რომ მივიღეთ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა, სადაც ფინალში გავედით, მართალია პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ, მაგრამ დიდ სკოლებს ღირსეული კონკურენცია გაუწიეთ და ბევრს ვაჯობეთ კიდეც.

საამაყოა, ასევე ის ფაქტიც, რომ ყველა შარშანდელი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და წარმატებითაც სწავლობს.

18 მაღალკვალიფიციური პედაგოგი გვყავს და სკოლაში მოსწავლეების საჭიროებაზე მორგებული სწავლებაა“,- გვეუბნება დირექტორი.

რაჭისუბნის საჯარო სკოლა იამზე ჭოხონელიძისთვის, მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ეს არის ახლობელი, მშობლიური სივრცე, სადაც უკვე 25 წელია მომავალი თაობების განათლებას ემსახურება.

„მართალია ერთი წელია, რაც დირექტორად დავინიშნე, თუმცა იქამდე 25 წელი ვმუშაობდი ამ სკოლაში, 23 წლის ვიყავი პირველი გაკვეთილი მე-11  კლასელებს რომ ჩავუტარე და დღესაც იმ ენერგიითა და შემართებით წარმვამთავ სასწავლო პროცესს. ეს სკოლა ჩემთვის ძალიან მშობლიურია.

ამ ერთი წლის მანძილზე კი დიდი წინსვლა და წარმატებები გვაქვს. განვაახლეთ მატერიალურ- ტექნიკური ბაზა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან, რესურსცენტრის შუამდგომლობით გადმოგვეცა 12 პერსონალური კომპიუტერი და ერთი პრინტერი. 

სკოლაში საოცრად მეგობრული გარემოა, მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ვართ ჩაბმული სწავლა-სწავლების პროცესში. რაც მთავარია დემოკრატიული პრინციპებით ვხელმძღვანელობ, რადგან ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ავტორიტარიზმი. შეგიძლიათ გაესაუბროთ ჩვენს პედაგოგებს და მოსწავლეებს ყველა ამას აღნიშნავს.

წელს ავტორიზაციაზე წარვსდექით, ჩვენი მხრიდან მაღალ დონეზე ვიყავით მომზადებული, მაგრამ სკოლის შენობაში არსებული ნაკლოვანებების გამო უარი გვეთქვა, მივმართე ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და დაგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში მოვლენ და გაარემონტებენ​ველოდებით“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იამზე ჭოხონელიძე ახალგაზრდების დიდი გლშემატკივარი გახლავთ და ამ საგამოცდო პერიოდში ყველა აბიტურიენტს უსურვებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას. 

„ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას მინდა ვურჩიო და ვთხოვო, რომ შეძლონ დროის სწორად მართვა, ფუჭად არ გაფლანგონ, აკეთონ თავიანთი საქმე პირნათლად, რომ შემდეგ უკან მოხედვის არ შერცხვეთ“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს ეს დღე დედებსა და ქალბატონებს და მათთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოამზადეს

სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი დალი შუკაკიძე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა დედის როლსა და ამაგს

ჯგუფების შემადგენლობაში იყვნენ როგორც პირველკლასელები, ისე მე-4 კლასელები

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება