| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N12 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს გაძლიერებული სწავლების სტუდია „კლასობანა“ - სივრცე, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საგნობრივ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარებიც განივითარონ.
სკოლასთან არსებულ სტუდიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ისეთი უნარების გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს მათ შემოქმედებით აზროვნებას, თვითგამოხატვას, ფინანსურ წიგნიერებას.
ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელსაც „კლასობანას“ მოსწავლეები უკვე მესამე კლასიდან ეუფლებიან, არის უნარებისა და მეწარმეობის საფუძვლები.
ეს ნიშნავს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ მეწარმეობას.
2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს მე-3 კლასელთა თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებაში გადაიზარდა.
პატარა მეწარმეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული პროდუქტი და სტუდიის სხვა მონაწილეებსა და მშობლებს დააგემოვნებინეს. როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა, თამუნა ხიზანიშვილმა განმარტა, მათ უკვე იციან პროდუქტის თვითღირებულების განმარტება და მოგებასაც მშვენივრად ითვლიან.
„იმედი გვაქვს, რომ სტუდიაში მიღებულ ცოდნას ხვალ ეს პატარები ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებენ“,- აღნიშნავს სტუდიის ხელმძღვანელი და იმედოვნებს, რომ პატარა მეწარმეების ცოდნა მომავალში ქვეყნის განვითარებასაც მოხმარდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა