სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოზიტიური სასკოლო გარემო ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული“ - თბილისის N128 სკოლის პედაგოგი ნინო ჩხიკვაძე
22-11-2024
-
+


თბილისის N128 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ნინო ჩხიკვაძეს მოსწავლეებთან მეგობრული, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები აქვს. მისი თქმით, თანასწორობისა და ობიექტურობის განცდა პოზიტიური გარემოს ნაწილია, რისთვისაც თავს არ ზოგავს. ბავშვებს ყოველთვის მხარს უჭერს, საჭირო რჩევებს აძლევს და მათ ინტერესებზე, საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს.

Etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნინო ჩხიკვაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ გარემოს, რასაც შეუძლია სასკოლო ცხოვრება გახადოს პოზიტიური. თანასწორობისა და ობიექტურობის განცდაც პოზიტიური
გარემოს ნაწილია. ვქმნით მოსწავლეთა ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერის სისტემა. ვუსმენთ მოსწავლეებს, ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ამის შესაბამისად ვადგენთ წლიურ სასკოლო პროექტებს, ვახორციელებთ შეხვედრებს, მოსწავლეთა სურვილების საფუძველზე შევქმენით სივრცე „მე და ჩემი უფლებები“.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთ ენაზე საუბრობენ, ზუსტად იციან მოსწავლეებმა რა სურს და რას ითხოვს მასწავლებელი და პირიქით მასწავლებელსაც ესმის მოსწავლის. ურთიერთშეთანხმებით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებით ვამაყობ...
- რადგან გამორჩეულად აქტიურები არიან, შეუძლიათ იდეების გენერირება. მათში ვხედავ მომავლის იმედს, ადამიანებს, რომლებიც, მიზნების დასახვითა და გაერთიანებული
მოქმედებით აუცილებლად ჩამოყალიბდებიან ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად.
ჩართულები არიან სხვადასხვა ინტელექტუალურ პროგრამებში, გეგმავენ და ახორციელებენ
პროექტებს, რომლებიც გლობალური პრობლემების მოგვარებაზეც გადის. თანამშრომლობენ
უნივერსიტეტთან, თემსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით მეამაყება უკვე ჩემი სკოლადამთავრებული მოსწავლეები, რომლებიც ვერ ელევიან სკოლას და
მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა პროექტებში ჩართონ და დააკვალიანონ სკოლის მოსწავლეები. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ ჩემი მოსწავლეები ჩემგან წაიღებენ უპირობო სიყვარულს და მათ აღზრდაში ჩემი წვლილიც იქნება.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მშობლის მაქსიმალურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი- ეს რგოლი განაპირობებს სკოლის სიძლიერეს. ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობა მასწავლებელსა და მშობელს შორის აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან შეხვედრის სიხარული. რაც შეიძლება მეტი სიახლო8ის დანერგვა სასწავლო პროცესში. მოსწავლეებში ღირსების გრძნობის გაღვივება. აღვზარდო კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი ადამიანები, რო0მელიც კაცთმოყვარე და განათლებულ მოქალაქეებად აქცევთ მათ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ძალიან ბევრი ლიტერატურული შედევრები გვაქვს ქართველებს, თუმცა რაც ამ წუთში მახსენდება არის გურამ დოჩანაშვილის „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ვიტყოდი, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელიც ასწავლის მათ, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ლიტერატურაა, დღევანდელი თაობისთვის კარგი მაგალითია, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ლიტერატურის კითხვას და კიდევ იმიტომ, რომ ლიტერატურა სიკვდილ-სიცოცხლის გაკვეთილებია და ყოველი წიგნის წაკითხვისას ხდები უკეთესი, ვიდრე ხარ.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ნებისმიერი სახის ლიტერატურული საღამო, შეხვედრები მწერლებთან. მახარებდა ასევე სპექტაკლებზე დასწრება, რომლებიც იშვიათობა იყო ჩემს ბავშვობაში. მერე დავსხდებოდით და ვაფასებდით თითოეულ პერსონაჟს. დიდ აღფრთოვანებასა და სიხარულს იწვევდა სკოლის გარე ურთიერთობები, მაგალითად ექსკურსიები. უფრო მეგობრულები ვხდებოდით და ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება