სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.

თანამედროვე ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით აქტუალურია. დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს, როგორც სოციალური ქსელების, ისე ტრადიციული მედიის საშუალებით და ხშირად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განწყობების შეცვლას ან კონფლიქტების გაღვივებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით მოზარდებმა შეძლონ ინფორმაციის კრიტიკული გაანალიზება და მედიაწიგნიერების უნარების განვითარება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, უერთდება თანამედროვე  ეპოქის გამოწვევებს და წელს მედიაწიგნიერების სწავლება, როგორც ფორმალური განათლების ნოვაცია ინერგება სასკოლო თემში.

მედიაწიგნიერების მასწავლებლის - სოფიკო გორგილაძის ინიციატივითა და სკოლის დირექტორის- ლალი მელივას მხარდაჭერით, შეიქმნა მე-10 კლასელთა გუნდი, რომლის წევრებმაც ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინეს სტატია თემაზე - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“.

საკონკურსო ნაშრომები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, მოსწავლეები კი დაჯილდოვდნენ ოლიმპიადაში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატებით.

როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას; დეზინფორმაციის ამოცნობა; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; - სწორედ ამ სკითხებზე იმსჯელეს მოსწავლეებმა საკონკურსო სტატიაში. 

1. მონაცემთა წყაროს გადამოწმება;

2. სათაურების და შინაარსის შედარება;

3. ფაქტების გადამოწმება; 

ამ ტიპის ქვეპუნქტების განხილვით კი, კიდევ უფრო საინტერესო გახდა სამუშაო პროცესი.

კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერების აუცილებელი ნაწილია. კითხვები, რომელთა დასმაც უნდა შეგვეძლოს, მოიცავს:

  • ვინ არის ინფორმაციის ავტორი?
  • რა მიზანს ემსახურება სტატია ან პოსტი?
  • არსებობს თუ არა სანდო წყაროები,  რომლებიც ამტკიცებენ ამ ინფორმაციას?
  • როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია გამოიყენოს ვინმემ საკუთარი მიზნებისთვის?

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. სტატიის ავტორებმა ამ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება  და შესაბამის პუნქტებად ჩამოაყალიბეს: 

  • არ გააზიარონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია;
  • გამოიყენონ ფაქტების გადამოწმების პლატფორმები;
  • იზრუნონ ციფრული ჰიგიენის შენარჩუნებაზე, როგორიცაა საეჭვო ანგარიშების ან ბოტების იდენტიფიცირება და ბლოკირება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მედიაწიგნიერების სწავლება აუცილებელია სკოლებში, რადგან იგი აძლევს ახალგაზრდებს ცოდნას და უნარებს -  იყვნენ ინფორმირებულნი და დაცულნი. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლა არ არის მარტივი პროცესი, სწორი მიდგომებით, კი  შესაძლებელია შევამციროთ მისი გავლენა: სიფრთხილით, კრიტიკული ხედვით ვეცადოთ სიმართლის დადგენას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება