| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან, კურსდამთავრებულთა 67-ე თაობა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით, ოვაციებითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. ღონისძიების ორგანიზატორი ლიუბა ბულუდიანი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ 9 მოსწავლისთვის დაირეკა. მათ სასკოლო ცხოვრება დაასრულეს და ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდნენ.
სასკოლო საზოგადოება და კლასის დამრიგებელი არტაშეს ოგანიანი მათ წარმატებას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის სახელით, ვულოცავთ, მათ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას!
წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თითოეულს!
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გამომუშავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ღონისძიების ორგანიზატორი - ლიუბა ბულიდიანი, დირექციამ სამახსოვრო სიგელითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით დააჯილდოვა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა