| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
მოსწავლეებმა დრო ხალისით გაატარეს, ბევრი იმხიარულეს, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ.
მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო პედაგოგის ცისნარი შველიძის მიმართვა.
„ჩემო მერცხლებო, გილოცავთ, უკვე მეორე კლასში ხართ! გამოიარეთ არც ისე მარტივი, ემოციებითა და გამოწვევებით აღსავსე ერთი წელი. როცა ჩემთან მოხვედით, გამოუცდელი, დაბნეული თვალებციმციმა ანგელოზები იყავით. ახლა უკვე გამოცდილები ხართ, იცით ანბანი, წერა, კითხვა და მიაბიჯებთ უფრო საინტერესო სამყაროში. წინ უამრავი გამოწვევა გელოდებათ! გახსოვდეთ, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ! ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას! მიყვარხართ!“,- პედაგოგის ამ სიტყვების ფონზე მოსწავლეები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა