სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული ჭალადიდის საჯარო სკოლაში 
19-04-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

სკოლაში, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, ამ დღეს შესანიშნავი ​ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„დედაენა- ჩვენი უდიდესი საგანძურია, იგი ცოდნისა და სიბრძნის წყაროა“ - ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო  ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

მათ ასევე, მოაწყვეს პოეზიის საღამო, გააკეთეს კედლის გაზეთი.

ბავშვებმა, ისაუბრეს იმაზე, რომ ქართულმა ენამ ბევრი ქარცეცხლი გამოიარა, მაგრამ ქართველმა ერმა დღემდე სათუთად შემოინახა ის. „დედაენა“ გვასწავლის სიკეთეს, სიყვარულს, ერთგულებას, მეგობრობას, სამშობლოს სიყვარულსა და მისთვის თავდადებას.

აღნიშნულმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება