სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვიყვარს კითხვა“- საინტერესო ლიტერატურული პროექტი ასურეთის საჯარო სკოლაში
04-03-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა 15 თებერვალს განახორციელეს პროექტის, - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“, პრეზენტაცია, რომლის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ტოგონიძე გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლისა და პოეტის - არჩილ სულაკაურის კლასგარეშე, არაპროგრამული მოთხრობები და ლექსები, ასევე საინტერესო კედლის გაზეთები შექმნეს და გაითამაშეს ინსცენირება მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მეორე ნაწილი მიეძღვნა არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ზევით და ქვევით“, მიხედვით გადაღებული კინოფილმის ჩვენებას.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მწერლის 97 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების, წაკითხული ტექსტის გააზრებისა და კითხვის სტრატეგიების უნარის დახვეწას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება