სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ქიმიის სასკოლო კვირეულის შთამბეჭდავი და საინტერესო დღეები დასრულდა 
28-02-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ქიმიის სასკოლო კვირეული საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიებით დასრულდა. 

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, ქიმიის მოყვარულთა კლუბის წევრები, ქიმიის კვირეულის ფარგლებში, ქიმიის პედაგოგთან, ქიმიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელთან - თეა ქვრივიშვილთან და ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ ბერიძესთან ერთად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიას ეწვივნენ.

მოსწავლეებს მასპინძლობდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - რეზო კლდიაშვილი.

ბატონმა რეზომ მოსწავლეებს დაათვალიერებინა რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია, სადაც უშუალოდ ნახეს, როგორ ხდება დაზიანებული ხელნაწერების აღდგენა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს და დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამუზეუმო ექსპონატები, მათ შორის უძველესი „ვეფხისტყაოსანი“, ძველი ხელნაწერები, მოსწავლეებმა ასევე ნახეს ვიდეოფილმი - „ქართული ანბანის ისტორია“.

„მადლიერი მოსწავლეების სახელით, გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის პროფესორ რეზო კლდიაშვილს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს - ქიმიკოს - იზოლდა ჯიქიძეს, საამკინძაოს სპეციალისტებს - ნანა კოპალეიშვილს, ინგა ბასილაძეს და ლუიზა სვიმონიშვილს.

დღემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და მნიშვნელოვანი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამით გიმნაზიაში დასრულდა ქიმიის სასკოლო კვირეულის შთამბეჭდავი და საინტერესო დღეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება