| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამამუშავებელ საწარმო „ჭრელაში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ.
საწარმო სოფელ ლასურიაშში ფუნქციონირებს.
ადგილზე მოსწავლეები გაეცნენ ქარხნის საქმიანობის წესებს, საწარმოს დირექტორთან ერთად, ლაბორატორიულად შეამოწმეს პროდუქტის შემცველობა, მონაწილეობდნენ ბოთლებში რძის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების პროცესში.
საწარმოში ვიზიტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. სკოლაში საწარმოს მოსწავლეთა მასპინძლობისა და საინტერესო ტურისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა საწარმო „ჭრელასა“ და ქალბატონ ნუნუ ახვლედიანს თანამშრომლობისა და გულითადი მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ლასურიაშის საჯარო სკოლასა და „ჭრელას“ შორის თანამშრომლობა და საწარმოში მოსწავლეთა სტაჟირება მომავალშიც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა