| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ნამდვილი საშემოდგომო დღესასწაული მოაწყვეს განსაკუთრებული სითბოთი, სიხარულითა და სიყვარულით.
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა.
„ფერად-ფერადი ფოთლებით, შემოდგომის ნობათით, ლამაზი დეკორაციებითა და ბავშვების მხიარული ჟრიამულით შექმნილმა გარემომ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ამ ულამაზესი სეზონის ხიბლი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და მონდომება სიხარულით წარმოაჩინეს.
ღონისძიება გაფორმდა ლამაზი ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და შემოდგომისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
„ეს დღე იყო სითბოს, მეგობრობის, შემოქმედებისა და დაუვიწყარი ემოციების დღესასწაული. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს გაწეული შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის. ერთად შევქმენით კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! შემოდგომა ხომ ყველაზე ლამაზია მაშინ, როდესაც მას ბავშვების ღიმილი და ჟრიამული ამშვენებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა