| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ხელოვანი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულნი.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სკოლის თეატრალური სტუდია „პინოქიო“.
თეატრალური სტუდიამ ლანჩხუთის კულტურის სახლში, გამართა საახალწლო წარმოდგენა - „დადუნასა და ბაბუნას საახალწლო თავგადასავალი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზეს.
მაყურებლებს მათი მსახიობური ოსტატობა შეუმჩნეველი არ დარჩენია და სპექტაკლის დასრულებისას, დიდი თუ პატარა - ყველა, ერთნაირად გამოხატავდა აღფრთოვანებასა და კმაყოფილებას.
სპექტაკლი საქველმოქმედო სახისაა და ეძღვნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ნიგვზიანში ადაპტირებულ- მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებლის გახსნას.
როგორც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, შორენა ფილიაკოვა აცხადებს, იდეა, გაიხნას ადაპტირებულ- მრავალფუნქციური სახელოვნებო სასწავლებელი, გაჩნდა ადგილობრივ თემში მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად. ვინაიდან მათი ზრდასრულობა და მომავალი ბუნდოვანია, გარკვეული პროფესიის ან ხელობის ცოდნის გარეშე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიუობით წარიმართა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა