| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-10ა კლასში, პროექტის - „ვებრძოლოთ ადიქციას“ ფარგლებში გაიმართა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ისტორიის მასწავლებელთან ირმა რიონიძესთან.
აქტივობა მიზნად ისახავდა - მოსწავლეებმა შეძლონ გააზრება რა როლი აქვს აქტიურ
მოქალაქეს ადიქციასთან ბრძოლის საქმეში და რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ისტორიის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაიხსენეს წარსულიდან ადიქციაზე დამოკიდებული ცნობილი ისტორიული პირები და წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „რას მოგვითხრობს ისტორია ადიქციაზე“.
მასწავლებელი მოსწავლეებს დაეხმარა წყაროების მოძიებაში და შეახსენა, რომ თრიაქი მეფეების
გასართობი იყო. ასევე, გაიხსენეს ალკოჰოლზე დამოკიდებული სხვა ისტორიული პირები.
პრეზენტაციაში მოყვანილი მაგალითები გაამყარეს ისტორიული წყაროებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დაასაბუთეს არგუმენტებით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია „ ადიქცია - დაავადება თუ მავნე ჩვევა“.
აქტივობა საგნის საგანი სამოქალაქო განათლების შესწავლის ფარგლებში მოეწყო, საგანს მოსწავლეებს თამილა რიონიძე ასწავლის, ის ასევე გახლავთ კლუბ „სხივის“ კურატორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიუობით წარიმართა
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა