სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ, როგორც კურსდამთავრებულებით, ასევე ნიჭიერი პედაგოგებით!“-ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ აბიტურიენტები უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
12-09-2023
-
+


ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ კურსდამთავრებულებმა -  მაია ჭუმბაძემ, მალხაზ ტყემალაძემ, ნიკოლოზ ხარაიშვილმა, ლუკა ჭოხონელიძემ, ქეთი გველესიანმა და მარიამ ლაბაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტების შრომა, ასევე პედაგოგთა ღვაწლი. სკოლის დირექცია ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და დასახული მიზნების ასრულებას უსურვებს, მათ მასწავლებლებს კი კურსდამთავრებულთა სწავლა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები და აბიტურიენტებმა, რომლებიც ამას კარგა ხანია ელოდნენ, უკვე იციან, რომელი უნივერსიტეტის კარს შეაღებენ. მათ დაუფასდათ თავიანთი შრომა, აუსრულდათ სანუკვარი ოცნება და გახდნენ სტუდენტები. უამრავი ოჯახი ბედნიერია და ხარობს დღეს შვილის წარმატებით. „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი“ დიდი სიხარულითა და სიყვარულით ულოცავს თავის კურდამთავრებულებს: მაია ჭუმბაძეს, მალხაზ ტყემალაძეს, ნიკოლოზ ხარაიშვილს, ლუკა ჭოხონელიძეს, ქეთი გველესიანს და მარიამ ლაბაძეს ამ წარმატებას. ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას, ყველა დასახული მიზნის ასრულებას!

დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს საამაყო მასწავლებლებს დაუღალავი შრომისათვის. ჩვენი სკოლა ამაყობს როგორც წარმატებული კურსდამთავრებულებით ასევე შრომისმოყვარე და ნიჭიერი პედაგოგებით!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება