| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ღვინჯილია 2023-2024 სასწავლო წელს კარიერული წინსვლით ხვდება.
სკოლის პედაგოგმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„გზა პრაქტიკოსობიდან წამყვანობამდე...შრომისმოყვარეობა, გუნდურობა საფირმო ნიშანია ჩვენი სკოლის... ვულოცავთ ქალბატონ ირმა ღვინჯილიას კარიერულ წინსვლას...დარწმუნებული ვართ წარმატებისკენ მიმავალი გზა გაგრძელდება და ერთად ჩავდგებით პროფესიული წინსვლის ავანგარდში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა