| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში.
პედაგოგი მოსწავლეებს „დედაენის“ შემქმნელის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ესაუბრა და შეახსენა მისი ღვაწლის საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.
პატარებმა უკვე კარგად იციან, იაკობ გოგებაშვილმა ბავშვებს დედაენა, ქართული სიტყვის სიყვარული აჩუქა და ცოდნის სამყაროს კარი ფართოდ გაუღო. მისი გაკეთებული საქმე დროს უძლებს და მომავალ თაობებს აერთიანებს
ბავშვები არაერთ სასწავლო-შემეცნებით თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და ხოტბა შეასხეს დიდი პედაგოგს.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს ადამიანი, რომლის სახელიც ქართულ წიგნთან და ბავშვობის პირველ ასოებთან სამუდამოდ დარჩება“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს დიდი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა