| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა.
პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს, წინ კი კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელით.
„აიბ“ (ასო ა)... პირველი ასო... პირველი სერიოზული გამარჯვება... „აიბ“ იწყება მზით, ვარსკვლავით, უსასრულო ცით, გულწრფელი სიყვარულითა და მომავლით...
„აიბ“ პირველი ასოა, მაგრამ დიდი და მნიშვნელოვანი გზის დასაწყისია - სომხური ენის, დამწერლობისა და კითხვის სამყაროსკენ. ეს ის მომენტია, როდესაც კალამი ჯადოსნურ ჯოხად იქცევა იმისათვის, რომ სამყარო უკეთესი, ლამაზი და შესაცნობი გახადოს.
სათხისის საჯარო სკოლის პირველკლასელები დღეს განსაკუთრებული დიდი აღტაცებით მოვიდნენ სკოლაში, ამის მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი იყო - გაცნობა მაშტოცის ანბანის პირველ ასოსთან. ბავშვებმა გაკვეთილის მსვლელობისას წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, „აიბ“ ასოზე მრავალი სიტყვა დაასახელეს, გამოიცნეს გამოცანები. პრეზენტაციის მიზანი იყო: „აიბ“ ასოს სწავლება, ისტორიის, წინადადების, სიტყვის, მარცვლის, ბგერის ცნებების განმტკიცება.
ცოდნის მფარველ და საიდუმლოებით მოცულ სამყაროში „აიბ“ ასოს შემოსვლა ბავშვებისა და დამსწრეებისთვის ნამდვილ შესანიშნავ დღესასწაულად იქცა. ეს იყო მოსწავლეების მიერ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი სომხური დამწერლობის შესაცნობად და საამაყოდ“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პირველი ასო იქცეს გასაღებად, რომელიც თქვენ წინაშე გახსნის მეცნიერების, სულიერი სიმდიდრისა და სასწაულების კარებს. ყოველი ახალი ასო იქცეს ახალ აღმოჩენად, ახალ სიტყვად და ახალ ცოდნად. დაე, სომხური დამწერლობა ყოველთვის იყოს თქვენი სულის მანათობელი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა