| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა. ორივე კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
სალომე ბერაძე სწავლას გააგრძელებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „დაწყებითი განათლება“.
ალექსი ბერაძე კი უნივერსიტეტში სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგიასა და ექსპერტიზას შეისწავლის.
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ნაყოფიერ სტუნდეტობას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას, ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და ყველა დასახული მიზნის ასრულებას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა