სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასდროს ვემზადებოდი და დამოუკიდებლად ვიმეცადინე ეროვნულებისთვისაც“ - გაიცანით, მათემატიკის გამოცდის მაღალქულიანი აბიტურიენტები
03-08-2023
-
+


დღეს, აბიტურიენტებისთვის მათემატიკის გამოცდის პირველადი ქულები გახდა ცნობილი. გამოცდაში არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო მაღალი შეფასება და უკვე მშვიდად ელიან სტუდენტობას.

Etaloni.ge გიზიარებთ წარმატებული აბიტურიენტების ემოციებსა და სამომავლო გეგმებს.

ერთ-ერთი მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტი, მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული კესო გელოვანია.

„ეს შედეგი არც ისე მოულოდნელი იყო, წინასწარვე ვიცოდი, რომ სწორი პასუხები მქონდა, მხოლოდ ერთი საკითხი იყო, რაშიც ეჭვი მეპარებოდა. გამოცდიდან რომ გამოვედი, ერთი კვირა დავფრინავდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ 50 ქულას ველოდი, 51 ქულის დანახვისას კივილი დავიწყე, ისე გამიხარდა. მხოლოდ ერთი წელი ვემზადებოდი პედაგოგთან. მე სვანეთში ვცხოვრობ, ჩემი მასწავლებელი კი ზუგდიდში, შესაბამისად, ონლაინ მომიწია მეცადინეობა.  თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ერთი წელია გადაწყვეტილი მაქვს, რომ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა. გამომდინარე იქედან, რომ მათემატიკა კარგად ვიცი, ეს პროფესიაც შემეფერება და კომფორტულია ჩემთვის. სტუდენტობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა, ჯერ 17 წლისაც არ ვარ და მომიწევს მალევე დავიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა და ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ“ - აღნიშნავს კესო.

კლასელები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი - 51 ქულა მიიღეს 

კიდევ ერთი მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტი ნია შამათავაა, რომელმაც თბილისის N143 საჯარო სკოლა დაამთავრა.

„არასდროს არაფერში ვემზადებოდი, ყოველთვის დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი, თუმცა ეს შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ქართულშიც მაქსიმალური ქულა მივიღე და ეს უფრო გამიკვირდა, რადგან თემა იყო დასაწერი. ვაპირებ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას, ჯერ კონკრეტული არ მიმართულება არ მაქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, სტუდენტობა ძალიან საინტერესო უნდა იყოს, ალბათ, გარკვეულწილად, რთულიც, მაგრამ ვფიქრობ არ გამიჭირდება დაძლევა“ - აღნიშნავს ნია.

51-დან 50 ქულა მიიღო ირაკლი კერელეიშვილმა, რომელიც კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია.

„ველოდი მაღალ შეფასებას, რადგან მე-6 კლასიდან კომაროვში ვსწავლობ და შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. სასიხარულოა, როცა ამდენი შრომისა და ნერვიულობის შემდეგ, შედეგს დებ. ვაპირებ, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარო, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ვფიქრობ, სწორი პროფესია მაქვს არჩეული, მაქვს ის უნარები, რაც წარმატებული და პროფესიონალი პროგრამისტისთვის არის აუცილებელი. თანამედროვე ეპოქაში ძალიან მოთხოვნადი და დაფასებული პროფესია, ამიტომ, ვფიქრობ, შევძლებ ამ სფეროში განვითარებასა და ჩემი შესაძლებლობების გამომჟღავნებას. მგონია, რომ სტუდენტობისას, ყველაფერი, რაც სკოლაში იყო, ორმაგდება და არ მექნება მოდუნების საშუალება“ - ამბობს ირაკლი.

აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ უცხო ენის გამოცდაზე მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო.

მათემატიკა - 51 ქულა - გაიცანით, სამტრედიის სკოლის მოსწავლე, თინათინ ციცხვაია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება