| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფინანსთა სამინისტროს მომზადებულ დოკუმენტში, სადაც ასახულია ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2027-2030 წლებისთვის, დეტალურადაა გაწერილი ის ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც მთავრობა აპირებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება სკოლებისა და ბაღების პერსონალის ანაზღაურების ზრდა, მე-11 კლასელებს კი საკუთარ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ „პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის“; ასევე დაინერგება ეროვნული შეფასებები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე.
მომდევნო წლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჯარო სკოლის სრული ინფრასტრუქტურული გამართულობა. აშენდება და რეაბილიტირდება 500-ზე მეტი საჯარო სკოლა. სრულად განახლდება ყველა საგნობრივი პროგრამა და სასკოლო სახელმძღვანელოები. უსასყიდლოდ მიეწოდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების სრული ნაკრები.
მოხდება ყველა საჯარო სკოლის ავტორიზება, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს არსებობას და სასკოლო საზოგადოებაში მაღალი თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.
გაგრძელდება საჯარო სკოლების იმ მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება, რომელთაც სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების ან/და განსაკუთრებული საჭიროებების გამო სასწავლო პროცესზე დასწრების პრობლემა აქვთ.
მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება პორტაბელური კომპიუტერების („ბუკებისა“ და ლეპტოპების) გადაცემა ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებისა და წარჩინებული მოსწავლეებისათვის, რომლებმაც საბაზისო საფეხური 10 ქულაზე დაამთავრეს.
ყველა საჯარო სკოლაში სრულად განახლდება საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რაც უზრუნველყოფს STEAM განათლების კომპონენტის მნიშვნელოვან გაძლიერებას.
რეფორმების შედეგების გაზომვის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით, განხორციელდება ეროვნული შეფასებები დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. აღნიშნული შეფასებებით ქვეყნის, მუნიციპალიტეტისა და სკოლის დონეზე, საგნობრივ ჭრილში იდენტიფიცირდება სისტემის საჭიროებები და გამოწვევები, გამოიკვეთება კონკრეტული ღონისძიებებისა და ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა სასკოლო და ეროვნულ დონეებზე.
პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების
თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში, მთავრობა ხელს შეუწყობს მათზე მორგებული სასწავლო გარემოსა და შესაბამისი სერვისების განვითარებას.
ბილინგვური განათლების დანერგვით, გაძლიერდება სახელმწიფო ენის სწავლება ყველა არაქართულენოვან სკოლაში.
საშუალო საფეხურზე, XI-XII კლასებში, შეთავაზებული იქნება მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები. „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ფსიქოსოციალური სერვისებით და გაიზრდება იმ საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც გათვალისწინებული იქნება სოციალური მუშაობის კომპონენტი და დაინერგება აღდგენითი მიდგომები, მათ შორის, სასკოლო მედიაცია.
გაძლიერდება მუშაობა სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით. ყველა საჯარო სკოლის ექიმის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდება სკოლის ექიმის განახლებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გაიზრდება სკოლის ექიმის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა. სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ფარგლებში, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
გაგრძელდება სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა. შემუშავდება მასწავლებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალფეროვანი მექანიზმი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა