სიახლეები
სიახლეები

კლასელები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი - 51 ქულა მიიღეს 
03-08-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 1-ელი აგვისტოდან დაიწყო და ისევ გრძელდება. დღეს კი აბიტურიენტებისთვის მათემატიკის გამოცდის ქულები გახდა ცნობილი. 

მაქსიმალური - 51 ქულა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 3-მა კურსდამთავრებულმა - ლიზი კუჭავამ, მარიამ შონიამ და ლუკა ლიკლიკაძემ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ისინი კლასელები არიან, მათემატიკაში რეპეტიტორთან არ უვლიათ, მათ, უსასყიდლოდ, სკოლის მასწავლებელი ბაჩუკი ხიზანეიშვილი ამეცადინებდა. როგორც სამივე კურსდამთავრებულმა etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მათ წარმატებაში უდიდესი როლი სწორედ პედაგოგმა ითამაშა. 

ლიზი კუჭავა სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში გეგმავს, მან ქართულში 57, ხოლო ინგლისურში 69 ქულა მიიღო. 

„მაქსიმალურთან მიახლოებულ ქულას ველოდი, მაგრამ, სანამ შედეგი არ ვნახე, დარწმუნებული მაინც არ ვიყავი, რომ პასუხების გადატანისას რაიმე არ შემეშალა. დღეს დილით რომ ვნახე, 51 ქულა მივიღე, მაინც ძალიან გამიხარდა. მინდა, თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები ვისწავლო.

ჩემს წარმატებაში სკოლის წვლილი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, მათემატიკის მასწავლებლის, რადგან რეპეტიტორთან არ მოვმზადებულვარ, სკოლაში დავდიოდით და იქ ვმეცადინეობდით. 

ჩემი აზრით, საკუთარ თავთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს იმის უნარი აქვს, რომ დამოუკიდებლად იმეცადინოს და იშრომოს, გამოცდებზე მაღალი ქული მოპოვება რეპეტიტორთან სიარულის გარეშეც შესაძლებელია. 
ზოგადად, ეროვნულების დონე მაღალი არ არის - არაა რთული, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლების უმრავლესობაში სწავლების დაბალი დონეა. ამიტომ, აბიტურიენტებს, ხშირად, სკოლიდან არ აქვთ ის ბაზა, რომ გამოცდები კარგად დაწერონ“,- აღნიშნა ლიზი კუჭავამ.

მარიამ შონია, ჯერჯერობით, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუ სად გააგრძელებს სწავლას. უდიდესი ალბათობით, ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტს აირჩევს. მან ქართულში 57, ხოლო ინგლისურში 70 ქულა მიიღო. 

„მათემატიკა ისეთი საგანია, რომ წინასწარ, დაახლოებით, ხვდები, რა ქულებს აიღებ, მაგრამ დღეს, როდესაც ქულა დავინახე, მაინც საოცარი შეგრძნება დამეუფლა, აღელვებული და ბედნიერი ვიყავი - ამ ემოციას ვერც ერთ შეგრძნებას ვერ შევადარებ. მართალია, მაქსიმალურ შედეგს ველოდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, რადგან შეიძლება 1-2 ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პროფესიასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ, სავარაუდოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. 

კერძო რეპეტიტორთან არ დავდიოდი, ჩემი სკოლის მასწავლებელი - ბაჩუკი ხიზანეიშვილი არაჩვეულებრივი პროფესიონალი და ადამიანია, ის უსასყიდლოდ გვამეცადინებდა. მისი დამსახურებაა, რომ ასეთი ქულები მივიღეთ“,- ამბობს მარიამ შონია.

მაქსიმალურ შედეგს ელოდა ლუკა ლიკლიკაძეც, რომელმაც ქართულიის გამოცდაზე - 59, ხოლო ინგლისურში 70 ქულა მიიღო. 

„საერთოდ, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და როდესაც ტესტები იდება, ქულების დათვლა უკვე შეიძლება, ამიტომ 51 ქულას ველოდებოდი. შეიძლება რაღაც გადატანისას შეგეშალოს, ამიტომ ცოტას მაინც ვნერვიულობდი, დღეს კი ქულა რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა. 
სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გავაგრძელებ. სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებელი გვყავს - ბაჩუკი ხიზანეიშვილი. მან გვამეცადინა, ნასწავლი შეგვაჯამებინა. მისი დამსახურებაა, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ“,- ამბობს ლუკა ლიკლიკაძე.

კურსდამთავრებულებს მიღებული ქულები ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„არამხოლოდ ჩემი, არამედ სხვა სკოლების კურსდამთავრებულებასაც ვულოცავ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას. ეს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. 

პირადაც ჩემთვის, მთავარი მიზანი არის, რომ ბავშვებისთვის სკოლაში სიარული არამხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესიც იყოს. სკოლაში მოსწავლეები თავიდან ბოლომდე უნდა რეალიზდებოდნენ, მათი შესაძლებლობები უნდა ჩანდეს. სამწუხაროდ, არის რაღაც ხარვეზები, რაზეც მოკლედ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა განათლების სამინისტორს, ამ მიმართულებით, კარგი მიდგომა აქვს. ბავშვების დიდი ნაწილი მაინც რეპეტიტორთან დადის. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. როგორც ასეთი, რეპეტიტორობას თავიდან ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, რადგან ვერც პედაგოგს აუკრძალავ ამას და ვერც მშობელს, რომ კონკრეტულ მასწავლებელთან ატარონ შვილი“,- ამბობს გენად მარგველაშვილი

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
4 ცვლილება ისტორიის გამოცდაზე - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
კლასები, სადაც ნიშანი არ იწერება - ორი პირობა, რომელსაც პედაგოგის განმავითარებელი კომენტარი უნდა აკმაყოფილებდეს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის წარმატება ახარებთ და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
პროექტის ფარგლებში შეირჩა საბაზო და საშუალო საფეხურის ოთხი კლასის გუნდი და დაიგეგმა ფრენბურთის ჩემპიონატი
მონაწილე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, დამსწრე სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი აქტივობები
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება