| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და მოტივაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე დადებითად აისახება.
წელს სკოლა წარჩინებით სკოლა თეა შეყლაშვილმა და ირაკლი ხვედელიძემ დაამთავრეს. მოსწავლეები ვერცხლისა და ოქროს მედლის კანდიდატები არიან.
სკოლას ასევე ჰყავს საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები. ქეთევან აბუთიძე, ნინო ყიფშიძე და ლაშა შეყლაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გორისის საჯარო სკოლა ულოცავს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას ქეთევან აბუთიძეს, ნინო ყიფშიძესა და ლაშა შეყლაშვილს, რომლებსაც საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ. ასევე წარმატებით სკოლის დამთავრებას ულოცავს ვერცხლისა და ოქროს მედალოსნებს: თეა შეყლაშვილსა და ირაკლი ხვედელიძეს. წარმატებულ მომავალი მათ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. ის მოსწავლე კი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა