| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N74 საჯარო სკოლის წარმომადგენლები STEM კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
მასშტაბურ STEM კონფერენციაზე 60 სკოლის 300-მდე მოსწავლემ საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა, მათ შორის იყვნენ თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ღონისძიების სტუმრებს გიდობა გაუწიეს - თეკლა ძმანაშვილმა და ლიკა ტეფნაძემ. სკოლამ კონფერენციაზე წარმატებით წარადგინა ორი პროექტი - ხაზზე მავალი რობოტი შუქნიშნით და ანალოგური ომმეტრი. მოსწავლეებმა პროექტები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს.
STEAM კონფერენცია, 13 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა და მისი მიზანი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების რექტორები, განათლების სამინისტროს და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლები. კონფერენცია წარიმართა გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები.
თბილისის N74 საჯარო სკოლის გუნდს STEM პროექტების შექმნისას გამოჩენილი განსაკუთრებული მონდომებისა და შემოქმედებითი მიდგომებისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
„ჩვენმა სკოლამ წარმატებით წარმოადგინა ორი პროექტი: ხაზზე მავალი რობოტი შუქნიშნით და ანალოგური ომმეტრი, უამრავ დაინტერესებულ დამსწრეს შესანიშნავი გიდობა გაუწიეს თეკლა ძმანაშვილმა და ლიკა ტეფნაძემ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. სკოლას გადმოეცა სერტიფიკატი და საჩუქარი - ელექტრონული კომპონენტების ნაკრები“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა