სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები დაახასიათეს
08-05-2018
-
+


სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ისტორიაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი დავით მახარაძე უძღვებოდა.

გაკვეთილის თემა იყო - „აჭარის შემოერთება და ეროვნული მოძრაობის ხასიათი 19 საუკუნის მეორე ნახევარში.“

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტზე გასვლა, რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების დახასიათებასა და ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობის განსაზღვრას. ასევე მოზარდები მოახერხებენ გაანალიზონ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

„ხსენებული მიზნის მისაღწევად, მასწავლებელმა გაკვეთილი წარმართა ისე, რომ მოსწავლეებს ჯგუფებში მუშაობისა და სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გაცემისა თუ პრეზენტაციის მომზადება-გაკეთების საშუალებით განევითარებინათ რუკაზე და წყაროებზე მუშაობის, საკუთარი აზრის გამოთქმის, ლოგიკური აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები, გაკვეთილი წარიმართა ხალისიანად, მოსწავლეთა მხრიდან მაღალი აქტივობისა და მოტივაციის ფონზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება