| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულია მომღერალთა გუნდი „ირისე“, რომლის წევრებიც ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერას, მუსიკის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
გუნდს მუსიკის მასწავლებელი თინათინ ლაგვილავა ხელმძღვანელობს და მოსწავლეებს აქტიურად ამეცადინებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გუნდი ყოველთვის მზადაა შეასრულოს საესტრადო, ხალხური ნაწარმოები თუ საგალობელი. გუნდი მონაწილეობს როგორც სასკოლო, ასევე სკოლისგარე ღონისძებებსა თუ ფესტივალებში და ყოველთვის იმსახურებს მაყურებლის მოწონებას.
ერთ-ერთი ასეთი ღია ფესტივალი „არტ-კოლხი“ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ასევე ლიეტუვას, პოლონეთის, ფინეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ირანის წარმომადგენლები.
ფესტივალი 26-30 ივლისს გაიმართა, ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა და 30 ივლისს, ანაკლიაში, გალა- კონცერტითა და დაჯილდოებით დაიხურა.
სკოლის მომღერალთა გუნდმა „ირისე“ ნომინაციაში - „ხალხური სიმღერა“ დაიმსახურა მეორე ადგილი და სპეციალური პრიზი.
„სკოლა ულოცავს მომღერალთა გუნდ „ირისეს“ მიღწეულს და უსურვებს ულევ შემოქმედებით წარმატებას. მუსიკის მასწავლებელ თინათინ ლაგვილავას კი მადლობას უხდის დაუღალავი შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა