სიახლეები
სკოლები

„სკოლა უკვე მენატრება ... უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს“- ტაკიძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სკოლას ემოციურად დაემშვიდობნენ
05-07-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 19 მაისს „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მე-12 კლასელები ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოეწყვნენ, ერთმანეთს სურვილები დააწერეს და ერთად გატარებული წლები გაიხსენეს. მათ დირექცია და პედაგოგები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე უდიდესი წარმატებას უსურვეს. 

სადღესასწაული განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

მშობლიურ სკოლასთან დამშვიდობება კურსდამთავრებულებისთვისაც ემოციური იყო. ერთ-ერთმა მათგანმა ლიკა ტაკიძემ სოციალურ ქსელში წერილი განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„და მაინც, რას წარმოადგენს სკოლა ადამიანის ცხოვრებაში?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ახლა შევძელი. მხოლოდ ახლა გავაანალიზე თუ რამხელა პატივია, გერქვას მოსწავლე, შეგეძლოს განათლების მიღება სრულიად უსასყიდლოდ.

სკოლა ადამიანის ცხოვრებაში იმ 12 წელიწადს მოიცავს, რომელიც იქნება სიხარულითა და მწუხარებით აღსავსე.

ჩემს ცხოვრებაში დასრულდა ის ნათელი დღეები, როდესაც მე მოსწავლე მერქვა.

ახლა კი ნამდვილად გულნატკენი ვარ, რადგან მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობაც ბოლო ზართან ერთად დასრულდა. ძალიან სამწუხაროა იმ ფაქტის გათვითცნობიერება, რომ ამის მერე ვეღარ ვიწუწუნებ დილით ადრე გაღვიძების გამო ან იმის გამო რომ მასწავლებლებს ზარის დარეკვა დააგვიანდათ ან თუნდაც იმის გამო, რომ შემაჯამებელში დაბალი ქულა მივიღე.

ამ 12 წლის განმავლობაში ყველაზე მადლობელი ვარ იმ ფაქტის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისეთი პიროვნება გავიცანი, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ჩემთან ერთად იქნებიან.

ამ 5 წლის განმავლობაში შევიძინე 3 ერთგული, მაგრამ ამავდროულად, „ნერვებისმომშლელი“ კლასელი, მეგობარი. ზუსტად ვიცი, რომ სკოლის დამთავრებას ჩვენთვის ხელი არაფერში შეუშლია, ჩვენ ისევ ისე გავაგრძელებთ მეგობრობას, როგორც ადრე, უბრალოდ სამწუხაროა ის ფაქტი რომ ყველა წვრილმანზე ვეღარ წავიკამათებთ.

ძალიან დიდი მადლობა ასევე ორ პიროვნებას: მეგი ქარცივაძეს და ანანო მოსიძეს, იმ გოგონებს რომლებმაც მეგობრობა ჩემთვის უფრო მეტად დამაჯერებელი გახადეს და მასწავლეს მეგობრის ფასი.

და ბოლოს, მადლობა ქალაბატონ ეთერ დავითაძეს, ჩვენი კლასის დამრიგებელს, იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის ჩვენს გვერდით იდგა. როდესაც კლასში შემოდიოდა და რომელიმეს მოწყენილს დაგვინახავდა მაშინვე ინტერესდებოდა იმით თუ რა იყო ამის მიზეზი და ცდილობდა ჩვენი პრობლემა როგორმე შეემსუბუქებინა მაინც.

ძალიან რთულია ყველა ადამიანის ხსენება ამ პატარა პოსტში მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება იმ გრძნობების სიტყვებით აღწერა რასაც ახლა განვიცდით.

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
(პ.ს. სკოლა უკვე მენატრება, ნეტავ, დროის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს)
გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა“,- ვკითხულობთ ლიკა ტაკიძის წერილში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო
ვიდეო
ვიდეო
ვიდეო
ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება