სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა აინურ ელლაზოვამ ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა
05-07-2023
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ერთ-ერთი მათგანი აინურ ელლაზოვაა, რომელმაც მშობლიური სკოლა არაერთხელ ასახელა. ის 2020 წლის „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს, რისთვისაც დიპლომითა და პლანშეტით დასაჩუქრდა. ასევე, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ლეპტოპით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, არაერთ საინტერესო აქტივობაშიც ერთვებოდა. 

აინურ ელლაზოვამ სკოლა წელს დაამთავრა, ის ოქროს მედლის კანდიდატია. მან ახლახან IELTS (International English Language Testing System) გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა. სკოლაში კურსდამთავრებულის მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„კურსდამთავრებულმა - აინურ ელლაზოვამ უკვე არაერთხელ ასახელა ჩვენი სკოლა. საერთაშორისო ტესტი - IELTS ინგლისური ენის ფლობის დონის გასარკვევად, რითაც ინგლისურენოვან ქვეყნებში სწავლისა და მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემა. ეს წარმატება არის არა მარტო აინურის, არამედ მთელი სკოლის გამარჯვება, რადგან საერთაშორისო გამოცდების შედეგები წარმოადგენს სკოლის მოსწავლის აკადემიური მოსწრების საზომს.
ვულოცავთ, აინურს და მის ახლობლებს, ასევე ინგლისური ენის პედაგოგ მარინა სიმონიშვილს, რომელმაც მოამზადა აინური ამ გამოცდისთვის, ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას და წარმატებას ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება