სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის აბიტურიენტები მარაბდის ველზე გამართულ ღონისძიებაზე მღვდელმთავრებმა დალოცეს
05-07-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კურსდამთავრებულათა წარმატებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, აბიტურიენტები და გიმნაზიის დირექტორი - დეკანოზი მირიან სამხარაძე მარაბდის ველზე იმყოფებოდნენ, სადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ, მარაბდის ომის გმირებისადმი მიძღვნილ თეატრალიზებულ სანახაობას დაესწრნენ. 

აბიტურიენტები დალოცეს და ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვეს მღვდელმთავრებმა - მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია).

აბიტურიენტებთან ერთად, მარაბდის ველზე იმყოფებოდნენ: გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ქართველ მუსლიმანებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ნანა (ციცინო) ანთაძე და გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი - იოსებ აფაქიძე, რომლებიც შეხვდნენ ქვემო ქართლში მცხოვრებ, აჭარელ ეკომიგრანტებს და ხელოვნების სკოლა-პანსიონში, ხელოვნების ნიჭის მქონე მოსწავლეების სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„ეროვნულ გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულ აბიტურიენტებთან ერთად მარაბდის ველზე იმყოფებოდნენ.
საუბარი შეეხო ეკომიგრანტ ქართველ მუსლიმან და ქართველ ქრისტიანთა ურთიერთობებს......
მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგი წიკლაურმა მადლობა გადაუხადა მამა მირიანს და ხელოვნების სკოლა-პანსიონს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აჭარელ ეკომიგრანტთა შვილების სასკოლო და სახელოვნებო განათლებაში მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება