| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლმა, ეკა წილოსანმა განახორციელა პროექტი -
„ეს ჩემი ლანჩხუთია“, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო, რომელმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. საინტერეო ნამუშევრები გამოფინეს ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
„ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა - გიორგი პატარაიამ და ლიზი ღლონტმა ქალაქის ცენტრში მდებარე გოგი ოჩიაურის ქანდაკება „აჯანყებული გურული“ წარადგინეს, ამით მათ ქალაქის მერის ბატონ ალექსანდრე სარიშვილის აღფრთოვანება გამოიწვიეს. გიორგიმ ნახატი უსახსოვრა ქალაქის მერს“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლემ - ნინო ცინცაძემ თავისი ნახატი ჩაის ოჯახურ ბიზნესს „ქართულ არომატს“ მიუძღვნა, ნანა ჩხეიძემ კი მშობლიური სკოლა დახატა.
მოსწავლეთა ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მსგავსი აქიტოვობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა