სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
04-07-2023
-
+


ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა. დასასრული კი დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.

მათ ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლის პედაგოგი - ნანუკა ნარსავიძე აღნიშნავს, ეს დღე მათთვის შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე იყო. 

„ეს ლამაზი, ფერადი ორი დღეც მიიწურა, მაგრამ დავბრუნდით შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დახუნძლული. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მერი ჟორჟოლიანს. მერი, დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე საჩუქრისთვის! ასევე უსაზღვრო მადლობა ყველა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მჩუქნი. მადლობა, ქალბატონ მანანა ფილფანს - მანანა, შენ რომ არა ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა.

მადლობა, ახლა უკვე მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებს, იმ ზრდილობისთვის, წესიერებისა და თავაზიანობისთვის, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. ყოჩაღ, ბავშვებო, მიყვარხართ!

მადლობა ჩემს კოლეგებს - ირინე ჯაფარიძესა და მაია კვიციანს (თქვენ რომ არა ამდენს ვინ მაკისკისებდა?!) ლია ჯამდელიანს - ლია, საკუთარი შვილები არ გყავს, მაგრამ საკუთარზე უფრო მეტად ზრუნავდი შენს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებზე. ყოჩაღ! ნონა ფარჯიანს - ნონა, დედასავით ზრუნდავდი ჩემზე. დაუყოვნებლივ მისრულებდი ყველა თხოვნას, მადლობა! და ბოლოს უღრმესი მადლობა ჩვენს მძღოლს, გია ხორგუანს, ხასიათის გასწორებისთვის, უსაფრთხო, მშვიდობიანი მგზავრობისთვის! კიდევ ერთი უსაზღვრო მადლობა ყველა ზემოთ აღნიშნულ ადამიანს!“, - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება