| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხარაგაულის N3 სკოლაში პროექტებით სწავლება ნაყოფიერი აღმოჩნდა. სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში მიმდინარეობდა პროექტი - „კონფლიქტების მართვა“, რომელიც მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა.
მათ შორის აღსანიშნავია, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა თემაზე - „სტრესი და მისი გავლენა ორგანიზმზე“.
სკოლაში მიიწვიეს იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და ფსიქოლოგი გოჩა გიორგაძე.
შეხვედრის დასაწყისში სკოლის ექიმმა, ია ხარაზიშვილმა ისაუბრა სტრესის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ ცვლილებებსა და მის გავლენაზე.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსწავლეებს ვრცლად და საინტერესოდ ესაუბრა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სტრესმა ადამიანის ორგანიზმზე, როგორ შეიძლება სტრესის მართვა და კონფლიქტური სიტუაციებიდან თავის არიდება.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებამ, განსაკუთრებით მოსწავლეებმა საინტერესო და საჭირო რეკომენდაციები მიიღეს სტუმრისგან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შედგა შეთანხმება, რომ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან.
სკოლაში გოჩა გიორგიძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა, გოჩა გიორგიძეს პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრისათვის!“-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას