სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ 
21-06-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო პროექტი - We are very important- „ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი“, რომელიც eTwinning- ის ფარგლებში მოეწყო.

პროექტში, მონაწილეობდა 2- ქართველი,10- თურქი და 2 - რუმინელი მასწავლებელი.

პროექტის ფარგლებში, აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ცხოვრება, ჯანსაღი კომუნიკაცია და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება.

„განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანის სოციალური ინტეგრაციის საქმეში. მორალური ღირებულებები ყველა ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია, განათლება ქმნის სოციალურ ცხოვრებას, აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან და იცავს მათ რისკებისა და საფრთხეებისგან, რომელიც უზრუნველყოფს ბედნიერებას და სიმშვიდეს.

ბოლო წლებში, მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც რთულ პირობებში უწევთ 
ცხოვრება, გაზრდილი მაჩვენებელი განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში გვხვდება. ყველა ბავშვმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მისი ასაკისთვის არის შესაფერისი - ეს განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წესია.  სანამ ბავშვს სათამაშო ასაკი აქვს, უნდა ითამაშოს და სკოლის ასაკის ბავშვი კი - სკოლაში წავიდეს“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განისაზღვრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან და როგორ მოქმედებს ის მათი მომავლის ფორმირებაზე. პროექტი მიზნად ისახავდა სოციალური რისკების აღმოფხვრას. ასევე პროექტის მიზანია - ბავშვების პრობლემების გადაჭრა, ბიოლოგიური და სოციალური ცვლილებებისგან გამოწვეული სტრესის შემცირება, თანატოლებთან კომუნიკაციის სურვილის გაზრდა, მათი პირადი მოტივაციისა და ასევე, ინტერპერსონალური ფუნქციური კომუნიკაციის უნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, უცხოური სკოლის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, თავად კი უცხოურ მიდგომებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების მზაობის დასადგენად პროექტის მესვეურებმა წინასწარ კითხვარს მიმართეს, მოსწავლეებმა იმუშავეს wordart-სა და learning App-ში, ასევე, საერთო პროდუქტი - გაზეთი შექმნეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პროექტით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კომუნიკაციის უნარები, ჯანსაღი თანამშრომლობა მოახერხეს და გუნდურ მუშაობას მიეჩვივნენ.

მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მათ პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წარადგინეს, რამაც მოსწავლეებს უცხო ენაზე საუბრის გამოცდილება მისცა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები eTwinning წესებს გაეცნენ და მის არსზე იმსჯელეს.

ასევე პროექტის ფარგლებში, ჩატარდა აქტივობები:

  • I love to do - მოსწავლეებმა შეასრულეს ის აქტივობა, რომელიც მათთვის გამორჩეულად საყვარელია;
  • In the Endless Blue - შეასრულეს სიმღერა ვარსკვლავებზე;
  • See- Think- Imagine - ნახე- დაფიქრდი-წარმოიდგინე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოები;
  • We have important values - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ღირებულებები - მოსწავლეებმა წარადგინეს თუ როგორც აღინიშნება ქვეყანაში დედის დღე;
  • movement is important - მოძრაობა მნიშვნელოვანია - მოსწავლეებმა წარადგინეს სპორტული აქტივობები;
  • The stage is yours - სცენა შენია- ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციიდან, მე-19 მუხლი წარადგინეს მოსწავლეებმა;
  • We are with you - ჩვენ თქვენთან ვართ - მოსწავლეებმა აიღეს პროექტის ხელმძღვანელისგან ინტერვიუ დაუცველი ბავშვების შესახებ;
  • ჩატარდა ბავშვთა უფლებებზე სემინარი, რომელსაც უძღვებოდა თურქი ექსპერტი, ადვოკატი, ადვოკატთა ასოსციაციის წევრი.
  • eTwinning-ის დღე აღინიშნა და მომზადდა საერთო ვიდეო;
  • ასოებისაგან დამზადდა Phinsh აპლიკაციაში სლოგანი;

პროექტის დასასრულს, ის შეაფასეს სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პროექტის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება