| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ამას მეც წავიკითხავდი“- თბილისის N6 საჯარო სკოლის პროექტია, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის მხატვრული ნაწარმოებების ადაპტირებული ვერსიების შექმნას გულისხმობს.
პროექტის იდეის ავტორი და ხორცის შემსხმელი მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ტუღუში გახლავთ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი საქართველოს მასშტაბით პირველია და მას ჩვენსა და, ალბათ, ბევრ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.
ტექსტის ადაპტირებულ ვერსიებზე და ილუსტრაციებზე სკოლის მე-5გ ,მე-5დ და მე-7გ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
„შეიქმნა 8 ადაპტირებული წიგნი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ მოახერხებენ სრული ვერსიის წაკითხვას, მათივე სურვილის მიუხედავად. მასწავლებელი და მოსწავლეები ეცადნენ წიგნები გამარტივებული ლექსიკით სსსმ მოსწავლეთათვის ადვილად წასაკითხი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ამ ტიპის წიგნების სიმწირეს განიცდის ქართული წიგნის სამყარო, რაც არაერთხელ აღნიშნეს სსსმ მოსწავლეთა მშობლებმაც. ეს წიგნები ეძღვნება საბას, გიორგის, საბას, კახასა და მათ თანატოლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ადაპტირებული წიგნების პრეზენტაცია 16 ივნისს უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ შედგა მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის - თამარ აბაზაძისა და უნივერსიტეტის რექტორის - ნათია გოქსაძის დახმარებითა და ხელშეწყობით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიწვეულმა სტუმრებმა (გამომცემლობა „დიოგენე“, მასწავლებლის სახლი, განათლების სამინისტრო) აღნიშნული წიგნების გამრავლება-გავრცელებაში დახმარების სურვილი გამოთქვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა