სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენა - ხელის ჩუქურთმა“ - ქვიტირის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
08-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ, ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა და ღონისძიება ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ესთეტიკური აღზრდის კათედრისა და სკოლის დირექციის თანადგომით, კალიგრაფიის კონკურსი - „ქართული ენა-ხელის ჩუქურთმა“გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან კონკურსს მოსწავლეები ყოველწლიურად მოუთმენლად ელოდებიან. ეს ღონისძიება ტრადიციად სკოლის ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსმა მასწავლებელმა - თამარ ქორიძემ დაამკვიდრა.

აღნიშნული კონკურსი, თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ის დედაენის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაში სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მათ შემოქმედებითი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა: 3 გამარჯვებული და ასევე, დასახელდა1 ჟიურის სიმპათია. მათ გადაეცათ სპეციალურად დამზადებული სიგელი და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონკურსის ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა .

„წარმატებული ღონისძიებით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვნად წაადგება, როგორც მომავალ თაობას, ასევე ქართული წერის კულტურის ამაღლებასა და შენარჩუნებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება