სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქიმიის პედაგოგმა მოსწავლეები კიდევ ერთ ექსპერიმენტულ კოლაბორაციაში ჩართო
05-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი ელენე მელიქიძე უკვე მრავალი წელია ქიმიას ასწავლის და მას არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია.

„მიმდინარე წლის დასასრულს პედაგოგმა კიდევ ერთ ექსპერიმენტულ კოლაბორაციაში ჩართო VIII- IX და X კლასების მოსწავლეები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

გაკვეთილის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა წლის მანძილზე მიღებული თეორიული ცოდნის ქიმიური ცდებით პრეზენტირება იყო. 

მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

„გაკვეთილი საინტერესო და სანახაობრივად ესთეტიური გამოვიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ელემენტები დააჯგუფეს „გეოგრაფიულ“ „ასტრონომიულ“,  „საქმიან“, „სეხნიურ“, „ჯერად“, ელემენტებად. ასევე აღწერეს მათი აღმოჩენის, სახელების დარქმევის სახალისო ისტორიები.

„გაკვეთილი დასრულდა „უსინათლოდ კოცონის“ ამოფრქვევით. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიის პედაგოგმა და საჩვენებელ გაკვეთილში ჩართულმა მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი და კომპეტენტური ცოდნა ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობებისას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვნად გასათვსლისწინებელია... მადლობას ვუხდით სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მარიამ დავითიძეს თემატურად და კომპოზიციურად საინტერესო ფოტოების შექმნისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება