სიახლეები
სკოლები

„ბოლო ზარი“ -  დისველის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნინო დოხტურიშვილის მორიგი ემოციური ნოველა
29-05-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს - სკოლის დამთავრებას ეხმიანება და ემოციურ ჩანახატს გვთავაზობს. 

მისი მთავარი გმირები ერთმანეთს „ბოლო ზარზე“ დაშორდნენ, წლების შემდეგ კი შემთხვევითობის წყალობით შეხვდნენ. ნოველაში ისიც კარგადაა გადმოცემული, რას გრძნობენ მეთორმეტეკლასელები, როდესაც სკოლას ემშვიდობებიან. 

ჩვენ ნინო დოხტურიშვილის ნოველას უცვლელად გთავაზობთ.

                                              „ბოლო ზარი“

- მოვემზადები...

- გამოვიძახებ ტაქსს..

- მთელ თბილისს შემოვივლი..

- არ დავიღლები, არა!

- ტელეფონი სად არის?

ავკრეფ ნომერს და დავუკავშირდები ოპერატორს...

- გისმენთ ქალბატონო...

- ტაქსის გამოძახება მინდა?

- სად ბრძანდებით?

-თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, მერვე კორპუსი, მესამე სადარბაზო ..

- კი ბატონო, როდესაც ადგილზე მოვალთ დაგირეკავთ და ჩამობრძანდით...

- კარგი!

რამდენიმე წუთში კვლავ გაისმა ტელეფონის ზარის ხმა ..

- გისმენთ .

- ტაქსი თქვენ გამოიძახეთ?

-დიახ ...

- გელოდებით სადარბაზოსთან..

- ახლავე.

- გამოვიხურავ ბინის კარს და ფეხაკრეფით ჩავალ კიბეებზე ისე, რომ მეზობლები არ შევაწუხო, უხმაუროდ უსიტყვოდ  გავივლი ჩემს გასავლელ გზას.

აი ტაქსიც...

- გამარჯობა! სად მიბრძანდებით?

-სადმე, აქედან შორს..

- რატომ?

- ასე მინდა..

-კარგი, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ, ჯერ ერთ ლამაზ ადგილას წაგიყვანთ

- სიტყვა „ლამაზი“ ჩემს ახალგაზრდობასთან ასოცირდება, იქ კი ვერ წავალ, ამაოება არ გამიშვებს, გავცდი დროებას საყვარელო...

- დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა მთელი საქართველოსთვის, ქალბატონო..

- რა დღეა ასეთი გენაცვალე?

- „ბოლო ზარი” მოსწავლეები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან...

- „ბოლო ზარი“ ჩემდა უნებურად ჩავილაპარაკე, გამახსენდა ის დღე, როდესაც  დიდ სიყვარულს დავუკავშირე ცხოვრება. მე - საოცრად ლამაზი, განსწავლული და ბედნიერებით აღსავსე, ის- მომხიბვლელი, მისაბაძი, მხარბეჭიანი ვაჟი.

ეს წლების წინ მოხდა, მის გახსენებაზე ახლაც ფორიაქი და მოუსვენრობა მეწყება.

- „ბოლო ზარზე“ რას ჩაიცვამ? ხომ იცი დედოფალს უნდა ჰგავდე.

- იცი, რა ლამაზი კაბაა, თუ გინდა განახებ?

- მხოლოდ გამოსაშვებზე!

მესიამოვნა მისი ნებისყოფა, ძლიერ მივეკარი მკერდზე და ჩემდაუნებურად  ვკითხე.

- როგორ ძლებს ადამიანი  უსიყვარულოდ?

- ვერ გეტყვი, მე პირადად გამიჭირდებოდა!

- მარტოობის  გეშინია?

- ეგ იმას ჰკითხე, ვისაც არავინ უმშვენებს მხარს, მე კი მყავს ჩემი რჩეული და მასთან ვაპირებ მთელი ცხოვრების გატარებას...

- აბა ჩიტებო, გეყოფათ ახლა, დავიშალოთ ხვალ ბევრი საქმე გვაქვს.

  ეგ მართალია! სახლამდე ზანტად ვიარე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბედნიერებისგან მიწაზე ფეხს არ  ვდგამდი...

- იცი, რაღაც მინდა რომ გითხრა...

- რა?

- ხვალ სრულწლოვანი ხდები, თანახმა ხარ, რომ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაატარო? ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, მე ვეღარ გავძლებ შენგან შორს ყოფნას ..

-კარგი იყოს შენებურად, ბატონო !

- აი, ასე! გაიქეცი სახლში გიყურებ..

- პატარა ვარ და გზა ამერევა ხომ?!

- არ არის გამორიცხული, ნახევრად გძინავს...

- ეს სიყვარულის ბრალია, ბატონო!

- მეც მიყვარხარ, ჩემო ქალბატონო!

იმ დღეს გულდაწყვეტით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, მე ზლაზვნით გავემართე და ზანტად მივწექი საწოლზე, როგორ დამათენდა ფიქრებში ვერც კი მივხვდი, უდრტვინველი ბავშვივით, ცაში მონავარდე ფერად ბუშტებს დავსდევდი, მაგრამ ხელიდან მისხლტდებოდა! რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ ეს?

მეორე დღეს ფეხზე ადგომა გამიჭირდა, თითქოს რაღაცას მიგრძნობდა გული, არადა ეს ხომ სწორად ის დღეა, როდესაც ყველა მეთორმეტეკლასელი დიდი ენთუზიაზმით ელის, რა არის ეს მოლოდინი?

ერთი ეტაპიდან მეორეში გადასვლა?!

მეტი პასუხისმგებლობა?

მეტი ნდობა?

მეტი მოთმინება?

თუ სკოლის კედლებს გაცდენილი მოსწავლის ზრდასული ბედი, გათვიცნობიერებლი მოვალეობების აღქმა და გააზრება, თუმცა  გვიან ვხვდებით, რომ სკოლის მერხთან ჯდომა გაცილებით მარტივია, ვიდრე დაკისრებული პასუხისმგებლობის გაანალიზება!

დაიწყო მზადება სამახსოვრო დღისთვის, რომლის ბედნიერებასაც ყავლი არასოდეს გაუვა, ყაყაჩოსავით წითელი კაბა გადავიცვი, წაბლისფერი თმა გავიშალე, გადავწყვიტე, რომ ფერუმარილის გარეშე გამეტარებინა ეს დღე, ისეთი ბუნებრივი ვყოფილიყავი,  როგორც ყოვლედლღიურ ცხოვრებაში,  ჩემს სატრფოსაც ხომ სწორედ ეგ მოსწონდა ჩემში.

მთავარი სილამაზე -ადამიანის გონებასა და სულშია, რომელსაც თვალებით ასხივებ და ენით გადმოსცემ, განსაკუთრებით ამ დღეს, ხომ სულ სხვაგვარად ძგერს გული..

თითქოს ერთ წამში ახშობ ყოველგვარ დაბრკოლებას, დიდი რუდუნებით უყურებ გარშემომყოფებს, მეტი სითამამე გეუფლება  და  აქამდე შებოჭილს, გალიიდან გაფრენილი ჩიტივით თავისუფლება გწყურია.

ამ დღეს ყველაფერი მზესავით ფერადი და ბზინვარეა, თითოეული ჩვენგანი დაუვიწყარი განწყობით ასოცირდება სიხარულთან. მხოლოდ ჩემი თანაკლასელი გოგონა იდგა მდუმარედ, მასთან არასოდეს მქონდა ახლო ურთიერთობა, ყოველთვის გამიჯნული იყო მეგობრებისგან, მიუხედავად ამისა, არ მომეწონა მისი უხასიეთობა, მივედი, რომ უმტკივნეული კითხვებით გამეგო  მიზეზი...

- რა ლამაზია ჩვენი მორთული დარბაზი.

- ალბათ!

- შენ არ მოგწონს?

- არა!

- კი, მაგრამ რატომ?

გამიკვირდა მისი ჩემდამი დაუმსახურებული უხეშობა, მეტი აგრესიით განაგრძო მონოლოგი..

- ყველაფერი ამომივიდა ყელში, ტყუილი, თვალთმაქცობა, უსინდისობა...

 - რებუსებით საუბარს მოეშვი და პირდაპირ მითხარი რა გინდა?

 დავკარგე მოთმინება და მეც  გავამკაცრე ტონი.

- სიმართლის გაგება მოუნდა ქალბატონს! ესე იგი გაინტერესებს რა ხდება არა?! ხოდა, გაგიმხელ საიდუმლოს, ამ შენს „პირობით საქმროს“ გულზე არ ეხატები, წლებია მეტრფის, მეფიცება სიყვარულს და ერთგულებას, მურმანის ეკალივით იკბინები, ნუთუ ამდენი ხანი ვერ ხვდები რომ ზედმეტი ხარ?  შენზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს, უნიათო პასუხსიმგებლობა გააჩნია, რომლის უგულველყოფაც უჭირს. რამდენი წელია სიმართლეს ვერ გეუბნებოდით, აღარ მინდა ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ნატვრად გვაქვს გადაქცეული ჩვენი ურთიერთობის გასაჯაროვება, გეხვეწები „გაქრი“ ჩვენი ცხოვრებიდან, მოგვეცი თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება..

- გახემებული ვუსმენდი  და ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, მე ვიღაცის ბედნიერებას ვართმევდი და ამას გააზრებულად ვაკეთებდი?

წლების განმავლობაში ტყუილში ვცხოვრობდი? ე.ი გამოგონილ სამყაროში მიხდებოდა არსებობა? ღმერთო ნუთუ ასე დავეცი? ასე დავჩაჩანაკდი? უკვე შესაბრალისიც რომ  გავხდი? ახლა მიწა რომ გასკდეს და ჩამიტანოს, ის მირჩვენია. გავიფიქრე და ცეცხლმოკიდებული გამოვარდი დარბაზიდან, ისე გადავკვეთე სახლამდე მისასვლელი ყველა გზაგასაყარი, რომ ვერც კი გავაანალიზე საწოლზე პირქვე დამხობილი როგორ ვღნაოდი, დაჭრილი ცხოველივით  ვითხოვდი შველას, მაგრამ უშედეგოდ.  საბოლოო დასკვნამდე მალე მივედი, როგორც ხდება ხოლმე ფიცხი ადამიანის შემთხვევაში.. სიმწრით გავიძრე კაბა სხეულიდან, უხამსად მივაგდე საწოლზე, ფარდულში საგულდაგულოდ გადანახულ გარკვეულ თანხას მოვავლე ხელი და გეზი ავტობუსისკენ ავიღე, თუმცა საით მიმაქანებდა ბედისწერა ვერ ვათვიცნობიერებდი. მთავარი ქვეყნის დასალიერში გადაკარგვა იყო. ასე ახსნა-განმარტების გარეშე დავტოვე, ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა  და რომელსაც ჩემი გადაწყვეტით ბედნიერებას ვართმევდი.. შევცვალე ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი სახლი, გადავიკარგე სრულიად  უცხო ადმიანების გარემოცვაში, რადიკალურად განვერიდე ჩემს საკუთარ „მე“-ს, წლებია ვცხოვრობ უგულოდ, ჯერ სოფელში და ახლა ქალაქში გადმოვედი, საკუთარ სახლს დავუბრუნდი. დავიღალე მარტოობით, სიყვარულის გარეშე ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა, ახლა მივდივარ იქ, სადაც“ ჩემნაირი“ ბევრია.

უცებ დავლანდე, რომ მძღოლს ცრემლები წამოუვიდა, ორივე ვტიროდით, მე ჩემს ბედკრულ ცხოვრებას ვგლოვობდი, მას კი მე ვებრალებოდი, ბოლოს, როგორც იქნა, ავიყვანე თავი ხელში და თხოვნით მივმართე.

- უმორჩლესად გთხოვთ, უახლოეს სათნოების სახლში მიმიყვანეთ..

- მოითმინეთ ქალბატონო, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი ქალიშვილის ბოლო ზარზე მსურს დაგასწროთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ, შემდეგ კი უსიტყვოდ შევასრულებ თქვენს თხოვნას.

მძღოლმა სკოლის ჭიშკართან შეაჩერა ავტომობილი, თეთრ პერანგში გამოწყობილი საკუთარი შვილი რომ დაინახა, სიხარულით გაუბრწყინდა თვალები. ყველაფერი მზესავით ბრწყინავდა, სწორედ ისე, როგორც იმ საბედისწერო დღეს. გოგონამ შორიდან დალანდა მამა და პატარა ბავშვივით მოირბინა მისკენ.

- რა კარგია, რომ მოხვედი.

- ამ დღეს როგორ დაგტოვებდი მამი.

- პაპაც აქ არის, დღეს ძალიან გამანებივრა, კაბის ყიდვასაც შემპირდა, აქედან მივდივართ სამოსის ასარჩევად, შენც ხომ წამოხვალ?

- აუცილებლად, მამი..

- წადი, პაპას უთხარი, რომ მოვედი, ნახვა მინდა..

- ახლავე..

- გოგონამ ანცი ბავშვივით  გაიკვლია გზა ადამიანებით გარშემორტყმულ ეზოში და მოხუცი ხელჩაკიდებული მოიყვანა დათქმულ ადგილას.

- როგორ ხარ მამა? ერთი თხოვნა მაქვს, ცოტახნით უნდა წავიდე მგზავრი მყავს დასაბინავებელი, გეხვეწები, მიხედე ამ გოგოს,  რამე არ მოიწიოს, თორემ ისეთ ემოციებშია, მეშინია სიარულის დროს, ქვას არ წამოჰკრას ფეხი.

- მოხუცმა ღიმილიანი მზერა გააყოლა შილიშვილს..

- კი, შვილო, აბა რას ვიზავ, მაგრამ, მოდი, ცოტა წაიხემზე, დარწმუნებული ვარ დილიდან არაფერი გიჭამია.

- მამის გულთბილ მიპატიჟებაზე შვილმა უარი ვერ თქვა, პირიქით, გაუხარდა, იქნებ თანამგზავრიც გამოვიყვანო წარსულის მძიმე ფიქრებიდანო..

- მოხუცს კარი გაუღო და გადმოსვლა სთხოვა, ქალბატონი დაყაბულდა, ზანტად შეუდგა სხეულის ორგანიზებას, რომელიც უკვე დარდისგან დასნეულებული იყო. როგორც კი პირველი ნაბიჯი გადადგა მიწაზე  და გარემო მიმოათვალიერა, მაშინვე იგრძნო  უჩვეულო ტკივილი გულის არეში, ეს ხომ მისი სკოლაა  წლების წინ მიტოვებული. გაფითრებული შესცქეროდა შეცვლილ შენობას, თუმცა სიუჟეტი ისეთივე ზღაპრული იყო, როგოც იმ საბედისწერო დღეს.

- ქალბატონო, მამაჩემი  ამ სკოლის დარაჯია, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ცოტა რომ  წავიხემსოთ  ჩემმა მოხუცმა დაგვპატიჟა. უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ გვეტყვით.

- დიახ, რასაკვირველია!

ქალბატონი სიამოვნებით შემობრუნდა მასპინძლისაკენ, რათა მადლიერება გამოეხატა მისთვის. როგორც კი თვალი გაუსწორა  უცნობის დაღარულ სახეს, მაშინვე შეიცნო ნაცნობი მზერა...

აღელვბული, თუმცა გაწონასწორებული, სიბერისგან ხავსგასული ტონით მიუგო..

- შენ?

- ხომ ხედავ ბედისწერამ მაინც მოგიყვანა ჩემამდე, მადლობა უფალს, რომ როგორც იქნა, გიპოვე!

- ქალმა თავი ძლივს შეიმაგრა, რომ არ წაქცეულიყო, ახალგაზრდულმა სიყარულმა ჟრუამტელივით დაუარა სხეულში.

- ასე დიდი ხანი შესცქეროდნენ ერთმანეთს, უტყვი მონატრებული თვალებით, მძღოლი მიხვდა რაშიც იყო საქმე, ხელები ცისკენ აღაპყრო...

-„შენ დალოცვილო რამხელა მადლი ჰქენი რომ იცოდე“

- რატომ მომატყუე - ჰკითხა ქალმა.

- მე არა, შენ მოგატყუეს! შეშურდათ ჩვენი ბედნიერების და ერთ წამში გაგვინადგურეს ცხოვრება...

- შენ ხომ არ გიყვარდი?

- ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც დღემდე მიყვარს!

- რატომ ცრუობ?! შენ რომ ოჯახი გყავს?

- არა, მე ცოლი არ მომიყვანია, ეს ვაჟკაცი ნაშვილები მყავს, სისხლი და ხორცისგან ვერ განვარჩევ, გვარის ღირსეული გამგრძელებელია, მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა (შვილმა და შვილიშვილმა)დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი.

- მელოდი?

- მთელი ცხოვრება.

- მაპატიე, რომ ეჭვი შემეპარა შენში?

- ახლა მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა!

მშვიდი მუსაიფი ონავარმა შვილიშვილმა დაარღვია, პაპას მუქი ფერის მარკერი მიაჩეჩა და წარწერის დატანება სთხოვა

- მე რომ დაგიტოვო სამახსოვრო ხელწერა შეიძლება შვილო?! გულთბილად ჰკითხა ქალბატონმა...

 - დიახ, რასაკვირველია!

 „ბოლო ზარი ახალი იმედის საწინდარი ყოფილიყოს ჩვენთვის!“,- წერს ნინო დოხტურიშვილი. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
აქტივობა სპეციალური მასწავლებლის - სარა ბაგდასარიანისა და კლასის დამრიგებლის, მარიამ მაკარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება