TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში,  დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ
25-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აფხაზ თანატოლებს მეგობრობისა და სიყვარულის ხიდის აგება კიდევ ერთხელ შესთავაზეს.

სკოლაში აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, პროექტის - „ამბები აფხაზეთზე“, ეგიდით, აფხაზეთის მთავრობის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ლიკა კვარაცხელიასთან და ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილთან ერთად, ხონის დევნილთა დასახლებაში, მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებს, შეხვედრაზე ასევე, ულამაზეს აფხაზეთზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო, რომლის დასასრულსაც დისკუსია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, რომლის გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„მადლობა ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფს, ბატონ ბაჩანას ივანდიდის საჯარო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობისთვის! ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი! აფხაზეთი ჩვენი ცაა!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება