სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N49 სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის  ინგლისური ენისა და ხელოვნების პედაგოგებმა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს
22-05-2023
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - „გავუფრთხილდეთ წარსულს, ის ჩვენი მომავალია“ განხორციელდა. 

ამასთან დაკავშირებით, მე-7ბ და მე-8ა კლასის მოსწავლეებთან ერთად ინგლისური ენის მასწავლებელმა - ნინო შენგელიამ და ხელოვნების პედაგოგმა - ანა ბედიაშვილმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც უცხოელი პედაგოგი ნიკოლ გუდოლი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ის სკოლაში TLG პროგრამით არის მიწვეული („ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“).

მოსწავლეებმა მას საქართველოს კუთხეების და ტრადიციების შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ნიკოლ გუდოლი დიდი აღფრთოვანებით და ინტერესით ისმენდა.

მოსწავლეებმა ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების შესახებ შეაგროვეს ინფორმაცია, გაანალიზეს, გაავლეს პარალელი თანამედროვეობასთან, ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესები და ტრადიციები. 

მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, იმსჯელეს იმაზე, თუ რამ ჩაუყარა საფუძველი ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს. ასევე, განიხილეს, საიდან მოდის მათი ფესვები, იმსჯელეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქართულ რიტუალებზე, ქართულ ფოლკლორზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სუფრის ტრადიციებზე, ჩაცმულობაზე, ხალხური რეწვის ტრადიციებსა თუ არქიტექტურაზე. 

მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნები, თუ რომელი ტრადიცია და ადათ-წესი შემორჩა დღეისათვის საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს, ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი ტრადიცია და რამ დაუდო საფუძველი მის ტრადიციად ჩამოყალიბებას. მოიპოვეს ინფორმაცია ხალხური არქიტექტურის ნიმუშებზე (სვანური კოშკები, დარბაზები, მეგრული ოდები).

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს ყოველივე დაეხმარა მოსწავლეებს პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებაში, მოეძიებინათ ინფორმაცია და შეექმნათ დიორამები და კედლის გაზეთები ინგლისურ ენაზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება