სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნანატრი სურვილების ახდენის დრო დგება“- ჭოგნარის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
19-05-2023
-
+


„სკოლა, ეს არის ცოდნის ტაძარი, ადგილი, სადაც განათლება უნდა მივიღოთ, მეორე მხრივ კი ის საშუალებაა ურთიერთობების შესწავლისა“,- გვეუბნებიან ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში, სადაც, დღეს, მე -12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. მოსწავლე-მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს თეთრ პერანგებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„დღეს, 2002-2023 სასწავლო წლის 19 მაისს, მე -12 კლასელთათვის „ბოლო ზარმა“ შემოჰკრა სკოლის კედლებში. „ბოლო ზარი“  სიმბოლური დღესასწაულია, რომელსაც სევდაც ახლავს და  მხიარულებაც. ჩვენო გოგონებო და ბიჭებო, ამ სკოლის კედლებში კინოფირივით  გაიარა განვლილმა სასწავლო წლებმა: პირველი მასწავლებელი, პირველი ზარი, პირველი ძლივს ამოკითხული სიტყვა, პირველი სიხარული, პირველი წარმატება... დიახ,  ახლა „ბოლო ზარი“ რეკავს და გზას გიჩვენებთ მომავლისკენ, თქვენთვის ცხოვრების აწ გასავლელი გზა ფართოდაა გახსნილი. „ბოლო ზარი“ რეკავს და  გაუწყებთ, რომ თქვენი დიდი ხნის ნანატრი სურვილების ახდენის დრო დგება, რომ თქვენი თავი უნდა იპოვოთ, დადგეთ პირველ რიგში კარგი ადამიანები, საამაყო ქართველები, მისათითებელი შვილები, საუკეთესო კუსდამთავრებულები, ერთგული მეგობრები და პროფესიულ ასპარეზზე პროფესიონალები, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყნას სამომავლოდ.

ჩვენო ლამაზო გოგო-ბიჭებო, დარწმუნებით ვამბობთ, რომ თქვენი  მომავალი იქნება ნათელი, ხოლო გეგმები - გრანდიოზული. დაე, რაც დღეს გსურთ,  ყველაფერი  კეთილად  აგხდენოდეთ.  იყავით ბედნიერები!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
თითოეულ ნამუშევარში იკითხება მოსწავლეთა ინდივიდუალური ხედვა და მხატვრული ნიჭი
 
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება