TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზერტის საჯარო სკოლა კვირეულს -  „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, საინტერესო პროექტით შეუერთდა 
19-05-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები ტარდება, რომლებშიც ისინი აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოცხადებულ სასკოლო კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდნენ.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ პროექტი ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

მოსწავლეებმა ლექცია „აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში“ მოისმინეს.

მათ, ასევე ერთ-ერთი ძველი რუკის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიული რუკა დახატეს. 

 ნახეს ვიდეორგოლები სოხუმის შესახებ და მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები.

„მოძიებული ინფორმაციებისა და მასალის საფუძველზე, პროექტის მონაწილეებმა  წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, ნახატები, რომლებიც გადამუშავების შემდეგ გადაიტანეს ხელნაკეთ წიგნში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

„იმედია ეს წიგნი პოზიტიური გზავნილი იქნება აფხაზი ახალგაზრდებისა და თანატოლებისადმი! „აფხაზეთი საქართველოა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება