| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა.
პროექტში სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რომელთა პედაგოგი მარინე მაღრაძე გახლავთ.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო თემებზე იმუშავეს.
მათ ასევე სკოლაში, აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაციები შემდეგ საკითხებზე: აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღევანდელობამდე, საცხოვრებელი გარემო, რელიგია, საერო და სასულიერო ძეგლები, ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა, ფოლკლორი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება აფხაზი და ქართველი ხალხის საერთო წარსულის, ურთიერთობისა და ერთიანი თანაცხოვრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა