| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N31 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“, კვირეული საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა.
კვირეულის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებას Xა კლასის მოსწავლეებმა, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე საინფორმაციო მოხსენებები შესთავაზეს.
მომხსენებლებმა - მარიამ გიგაშვილმა, ლაშა შალვაშვილმა, გვანცა იზმაილოვმა, ანი ცისკარაულმა, მარიამ კვანტალიანმა და ნატალი მარგალიტაძემ, მოხსენება ნაწარმოების ავტორის შესახებ წარადგინეს.
ტექსტის ისტორიაზე ისაუბრეს მოსწავლეებმა - ზურა მასურაშვილმა, ანა მეხრიშვილმა, სალომე წეროძემ, თეკლა თვაურმა, ნიკოლოზ ბიჭაშვილმა, მარიამ მაისურაძემ და გიორგი ჩაფიძემ.
„ისტორიული სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“ - აღნიშნული თემა განიხილეს შემდეგმა მომხსენებლებმა - დიანა ურიდიამ, ლუკა ბერაიამ, ანი ჭანკვეტაძემ, ლუკა კობერიძემ, ნინო ტყეშელაშვილმა და ოთარ კვესტაძემ.
ასევე ძალიან საინტერესო იყო მოხსენება, თემაზე - „რა მნიშვნელობას ანიჭებს რუსთაველი ფერს „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა აღწერისას“, რომელზეც ისაუბრეს მომხსენებლებმა - ნანა ოზაშვილმა, თორნიკე ვაჩეიშვილმა, ვახტანგ სმოტროვმა, ნატალი ხვთისიაშვილმა, კესარია წიკლაურმა და საბა-გიორგი კურტანიძემ.
მორიგი საინტერესო თემა - „ვეფხისტყაოსანი“ და ეპოქის ლიტერატურული ტრადიციები“, გახლდათ, მომხსენებლები კი: ანასტასია ბზიშვილი, ნიკოლოზ ზირაქაშვილი, საბა შუკაკიძე, ქრისტინა ხაჩიძე, ნიკოლოზ ნოდია და ცოტნე კილასონია იყვნენ.
„ქრისტიანულ-სარწმუნოებრივ აღმსარებლობაზე“, ისაუბრეს მოსწავლეებმა: ნანა ოზაშვილმა, თორნიკე ვაჩეიშვილმა, ვახტანგ სმოტროვმა, ნატალი ხვთისიაშვილმა, კესარია წიკლაურმა და საბა-გიორგი კურტანიძემ.
„რუსთაველის მსოფლმხედველობა“ განიხილეს მომხსენებლებმა: ანასტასია ბზიშვილმა, ნიკოლოზ ზირაქაშვილმა, საბა შუკაკიძემ, ქრისტინა ხაჩიძემ, ნიკოლოზ ნოდიამ და ცოტნე კილასონიამ.
შემდეგი თემა - „პლატონი და რუსთაველი“, გახლდათ, რომელზეც მოხსენება წარადგინეს მოსწავლეებმა: დიანა ურიდიამ, ანი ჭანკვეტაძემ, ლუკა კობერიძემ, ნინო ტყეშელაშვილმა და ოთარ კვესტაძემ.
„ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებანი“- აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს მომხსენებლებმა: მარიამ გიგაშვილმა, ლაშა შალვაშვილმა, გვანცა იზმაილოვმა, ანი ცისკარაულმა, მარიამ კვანტალიანმა და ნატალი მარგალიტაძემ.
ბოლო თემა - „ვეფხისტყაოსნის“ პოეტური ენა“, გახლდათ, რომელზეც ისაუბრეს მომხსენებლებმა: ზურა მასურაშვილმა, ანა მეხრიშვილმა, სალომე წეროძემ, ნიკოლოზ ბიჭაშვილმა და გიორგი ჩაფიძემ.
„ვეფხისტყაოსნის“ კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სოფიკო ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ფარცხალაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში